ნაომი კემპბელი დორონინმა ლეონარდო დი კაპრიოზე გაცვალა

ნაომი კემპბელი დორონინმა ლეონარდო დი კაპრიოზე გაცვალა

რუსი მილიარდერი ვლადისლავ დორონინი ბრიტანელ სუპერმოდელ ნაომი კემპბელთან დაშორების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე თავის განუყრელ მეგობართან, ლეონარდო დი კაპრიოსთან ერთად გამოჩნდა. ანონიმური წყაროს ცნობით, დორონინმა და დი კაპრიომ რამდენიმე ლამაზმანთან ერთად მანჰეტენის ყველაზე "ცხელი" ელიტური კლუბები მოიარეს.

კემპბელისა და რუსი ოლიგარქის ურთიერთობა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ხუთწლიანი რომანის შემდეგ წყვილმა ერთმანეთისგან დასვენება და ერთგვარი "ტაიმ აუტის" აღება გადაწყვიტა. როგორც ყვითელი პრესის წარმომადგენლები ირწმუნებიან, მილიარდერი და მისი "შავი ავაზა" ერთად ბოლოს მარტში გამოჩნდნენ მაიამის სანაპიროზე. 

კემპბელისა და დორონინის დაშორების შესახებ ჭორები პირველად თებერვალში გავრცელდა, როცა მოდელი "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიალზე საყვარელი მამაკაცის გარეშე გამოცხადდა. მას შემდეგ ბიზნესმენი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბარში უცნობ ქერა გოგონასთან ფლირტისას გამოიჭირეს.

არ არის გამორიცხული, მათი დაშორება ნაომის მუდმივ მოუცლელობას დაბრალდეს. მოდელი დროის უმეტეს ნაწილს ტელეშოუ "The Face"-ის გადაღებებს უთმობს, რომელიც აშშ-ში ძალიან რეიტინგულია. ყველაფრის მიუხედავად, 22 მაისს, ნაომის დაბადების დღისთვის დაგეგმილ წვეულებაზე დორინინი ჯერ კიდევ სტუმართა სიაშია.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება