ჯონი დეპი ქორწინდება

ჯონი დეპი ქორწინდება

27 წლის ტეხასელმა ბისექსუალმა მოდელმა ემბერ ჰერდმა ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯონი დეპის გული საბოლოოდ დაიპყრო. მსახიობმა საყვარელ ქალს, რომლის გამოც ვანესა პარადი მიატოვა, ხელი სთხოვა.

"როდესაც საუბარი შეეხება სიყვარულს, მე მისი ნებისმიერი გამოვლინებისთვის ღია ვარ. არ მინდა, რომ რაიმე კატეგორიის ადამიანებს მიმაკუთვნებდნენ და იარლიყებს მაბამდნენ", - ამბობს ემბერი.

მოდელმა და მსახიობმა ერთმანეთი "რომის დღურის" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. მათ შორის მალევე თავბრუდამხვევი რომანი გაჩაღდა.

წყვილი უკვე დიდი ხანია ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს და სამომავლო გეგმებს სახავს. ყვითელი პრესის ინფორმაციით, შესაძლოა მათი ქორწილი უახლოეს მომავალში გაიმართოს.

"ჯონმა ემბერს უთხრა, რომ მასზე დაქორწინება და მისგან შვილების ყოლა სურს, - აცხადებს მსახიობის გარემოცვის წევრი. - მან უკვე გააცნო საცოლე საკუთარ შვილებს. ჯონმა ემბერს კიდევ ერთი ცხენი აჩუქა, რათა შარშან ნაჩუქარმა გამრავლება შეძლოს".

როგორც ტაბლოიდი The Sun წერს, ემბერმა ჯონს უპასუხა, რომ ისიც შეყვარებულია და მომავალ ქორწილზე ფიქრობს. ამბობენ, მან ჯონს პირობა წაუყენა. ცოლობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხდება, თუ ჯონი დადინჯდება და ღამის კლუბებში გვიანობამდე ყოფნას თავს დაანებებს.

ემბერისთვის ჯონი დეპმა კალიფორნიისგან მოშორებით მდიდრული აგარაკი შეიძინა, რათა საყვარელ ქალთან ერთად ცხოვრება თეთრი ფურცლიდან დაიწყოს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება