ამერიკელები ჩინელ ჰაკერებს სამხედრო საიდუმლოებების დატაცებაში ადანაშაულებენ

ამერიკელები ჩინელ ჰაკერებს სამხედრო საიდუმლოებების დატაცებაში ადანაშაულებენ

კიბერშეტევის შედეგად, ჩინელმა ჰაკერებმა თავდაცვის სფეროში მომუშავე რამდენიმე ამერიკულ კომპანიას ფასეული ინფორმაცია მოპარეს. ინფორმაცია პერსპექტიულ სამხედრო პროექტებს და კვლევით ექსპერიმენტებს ეხებოდა. ჰაკერების შეტევები, რომელთა დროსაც რამდენიმე ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაციის დატაცება მოხდა, რამდენიმე ეტაპად, სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

თავდასხმის მსხვერპლი, რამდენიმე მსხვილი კომპანია, მათ შორის QinetiQ North America გახდა. მისი ძირითადი სფერო სამხედრო რობოტებისა და სადაზვერვო თანამგზავრების წარმოებაა.

პენტაგონის კიბერ-უსაფრთხოების სამსახურის აზრით, რამდენიმე შეტევის უკან სავსებით შესაძლებელია ჰაკერთა ჯგუფი Comment Crew იდგეს, რომელსაც ჩინეთის არმიასთან მჭიდრო კავშირები აქვს.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი შეტევის დროს ჰაკერებმა Wi-Fi-ს დაუცველი ქსელით ისარგებლეს, რომლის გამოყენებითაც კომპანია QinetiQ North America-ის შიდა ქსელში შეაღწიეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამერიკული სამხედრო კომპანიები Comment Crew-ის დაჯგუფების მსხვერპლნი ხდებიან. მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჩინელმა ჰაკერებმა კიბერ-შეტევა სამხედრო და სამოქალაქო ფუნქციის მქონე 141 კომპანიაზე განახორციელეს.

მოამზადა ნუკლი მგელაძემ lenta.ru–ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე