"ადამიანები შავებში" გრძელდება

"ადამიანები შავებში" გრძელდება

"ადამიანები შავებში" გრძელდება. ფანტასტიკური ექშენის მეოთხე ნაწილს კვლავ სტუდია Sony Pictyures-ი იღებს. სტუდიამ პროექტისთვის სცენარისტიც იპოვა. ფილმისთვის სცენარს ორენ უზილი დაწერს.

უცხოპლანეტელების წინააღმდეგ მებრძოლი აგენტების ისტორიის მესამე ნაწილი ეკრანებზე გასული წლის მაისში გამოვიდა და კინოგაქირავებით 624 მლნ დოლარი შეაგროვა. იქნება თუ არა ფილმის რეჟისორი ბარი ზონეფილდი, უცნობია.

უილ სმიტმა უკვე დაადასტურა მეოთხე ფილმში მონაწილეობა. ფილმი ეკრანებზე, სავარაუდოდ, 2014 წელს გამოვა.

მომზადებულია starpulse.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება