კრის ბრაუნი რიანაზე: "ასეთ ახალგაზრდა გოგონას ცოლად ვერ მოვიყვან"

კრის ბრაუნი რიანაზე: "ასეთ ახალგაზრდა გოგონას ცოლად ვერ მოვიყვან"

კრის ბრაუნი და რიანა ისევ დაშორდნენ. გავრცელებული ინფორმაცია თავად კრისმა ავსტრალიურ რადიოსადგურთან დაადასტურა.

"დიახ, მე სოლო ვხვდები. იმას ვგულისხმობ, რომ ბოლოს და ბოლოს, რიანა თავისი საქმეებითაა დაკავებული, მას ტურნე აქვს...ყოველთვის იქნება სიყვარული. მე უბრალოდ, ჩემს თავს მივხედავ. ზრდასრული ადამიანი ვარ. წინ უნდა ვიარო", - აღნიშნა კრის ბრაუნმა.

კრისი ნამდვილად არ დგას ერთ ადგილას: წვეულებაზე, რომელიც მომღერლის 24 წლის აღსანიშნავად მოეწყო, კრისი ყოფილ შეყვარებულთან, კარუჩე ტრანთან ერთად მივიდა. რიანა ამ წვეულებაზე საერთოდ არ გამოჩენილა.

კითხვაზე, თვლის თუ არა კრისი რიანას თავის მეორე ნახევრად, კრისმა ორაზროვანი პასუხი გასცა და კიდევ ერთხელ გამოუტყდა ახლა უკვე ყოფილ მეგობარ გოგონას სიყვარულში:

"მე ყოველთვის მეყვარება ეს ადამიანი. მაგრამ ადამიანები განსხვავდებიან და სხვადასხვანაირი სურვილები და მოთხოვნილებები აქვთ. ბოლოს და ბოლოს, ის ახალგაზრდა გოგონაა. მე არ შემიძლია ასეთ პატარა გოგონაზე ვიქორწინო. მეც ახალგაზრდა ვარ და არ შემიძლია ახლა ამაზე ფოკუსირება", - აღნიშნა ბრაუნმა.

25 წლის რიანას კრისთან ურთიერთობასა და ამ ინტერვიუზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება