კრისტი ყიფშიძე - "მოდას აყოლილი ვერ ვარ"

კრისტი ყიფშიძე - "მოდას აყოლილი ვერ ვარ"

მოდელი კრისტი ყიფშიძე ჟურნალ "ბომონდის" მკითხველს საკუთარი სტილის საიდუმლოებებს უმხელს.

- როგორ სტილს ირჩევთ საქმიან შეხვედრაზე ან საღამოს, მეგობრებთან შეკრებაზე?

- საქმიან შიხვედრაზე კლასიკურ სტილს ვირჩევ, შეხვედრას გააჩნია... შეიძლება, ჯინსის შარვალზე კლასიკური პიჯაკი მოვირგო. მაგრამ არის ისეთი შეხვედრა, ჯინსით ვერ მივალ. შეხვედრის შესაბამისად ვიცვამ. მეგობრების წრეში თავისუფალ სტილს ვირჩევ. მაქვს ჩემი სტილი. არ მომწონს, როცა სხვის მსგავსად მაცვია ან ჩემსავით სხვა იცვამს. ამიტომ, ხშირად ქართველ დიზაინერებს მივმართავ და თავად ვიგონებ მოდელებს. მალე, "დალოოდთან" ერთად გამოვუშვებ საკუთარ ხაზს - Kristi for Dalood. ამჯერად ამ ხაზის ზედა მაცვია. საცდელი მოდელი იყო.

- ყველაზე ძვირად ღირებული პირველი შენაძენი?

- 17 წლის ვიყავი, როცა ერთ ჩვენებაზე ხელფასი გადამიხადეს. მთელი ხელფასით ერთი სარაფანი და მაისური შევიძინე. იყო ასეთი მაღაზია "კალიფორნია ექსპრესი", სადაც ეს თანხა დავხარჯე. მას შემდეგ ეს ტრადიციად მექცა, ყოველ ხელფასზე ერთ ნივთს მაინც ვყიდულობ.

- ბოლო შენაძენი?

- მობილური ტელეფონი გამიფუჭდა და ვიყიდე, ისევ ის მოდელი.

- სამოსს ინახავთ, თუმცა აღარ ატარებთ...

- სამოსს გააჩნია. არის ნივთები, რომელიც ძალიან მალე მბეზრდება. თუ ეს ნივთები ჩემი ოჯახის წევრებს მოსწონთ, მათ ვჩუქნი. მაქვს რამდენიმე ნივთი, რომელიც ძალიან მიყვარს და ვერ შეველევი.

- სტილი, რომელიც გიყვარს?

- კარგად და კომფორტულად სახლში, ხალათში გამოწყობილი ვგრძნობ თავს. მისაღები რომ იყოს, ქუჩაშიც სიამოვნებით ასე ვივლიდი. ერთი სტილი არ მაქვს. მომწონს და ვირგებ სხვადასხვა სტილის სამოსს. მოდელი ვარ და ვალდებული ვარ ყველა სტილი მოვიხდინო. ჩემი საყვარელი აქსესუარია ბეჭედი, რომელიც ყოველთვის მიკეთია. ვატარებ ბევრ საყურეს.

- ათი წლის შემდეგ ყველაზე მოდური სტილი...

- მოდაშია ის, რაც გიხდება. ეს არასდროს მავიწყდება და სხვასაც ამას ვურჩევ. მოდას აყოლილი ვერ ვარ. მაგალითად, შლაქსი რომ შემოვიდეს მოდაში, ვერ ვატარებ. არ მომწონს ფეხსაცმელი პლათფორმაზე. კლასიკური სტილის ფეხსაცმელი მომწონს, ზაფხულში - "შლოპანცი".

- ყველაზე სასურველი ქალაქი?

- ძალიან მიყვარს თბილისი და სხვაგან ვერ ვიცხოვრებდი, თუმცა მოგზაურობა მიტაცებს. ყველაზე კარგად, სადაც თავი ვიგრძენი, გახლდათ ინდოეთი. იყო სიცხე, ჩაცმული ვიყავი საყვარელი სტილით - სარაფანი და "შლოპანცი".

- თქვენი ნება რომ ყოფილიყო, რომელ ეპოქაში იცხოვრებდით?

- მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. ძალიან მიყვარს ის პერიოდი და იმ პერიოდის სამოსი. ხშირად მომიწია ფოტოსესიამ, სადაც ჩემი ხასიათი ამ ეპოქის ქალბატონებს გამოხატავდა. ასეთი ფოტოსესიები ყოველთვის სიამოვნებით მახსენდება.

ქეთი დარჩია

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება