"სექსი დიდ ქალაქში" შეიძლება გაგრძელდეს

"სექსი დიდ ქალაქში" შეიძლება გაგრძელდეს

სარა ჯესიკა პარკერმა "სექსი დიდ ქალაქშის" თაყვანისმცემლები მოულოდნელი ახალი ამბით გაახარა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ შესაძლოა "სექსი დიდ ქალაქში" გაგრძელდეს.

"დარჩა კიდევ ერთი უთქმელი ისტორია და თუ იქნება შესაფერისი მომენტი, შესაძლოა მოსაყოლად ღირდეს. ეს არაჩვეულებრივი იქნებოდა. სახალისოა ამაზე ფიქრი", - განაცხადა ვარსკვლავმა.

მიუხედავად ამისა, პარკერის კოლეგები ამაში "არაჩვეულებრივს" ვერაფერს ხედავენ. მაგალითად, სინტია ნიქსონი და კრის ნოტი გადაღებების გაგრძელებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

სიუჟეტის განვითარების ყველაზე მოსალოდნელი ვერსია ოჯახში მატებაა. შესაძლოა, ახალ ისტორიაში სარას გმირმა ბავშვის გაჩენა გადაწყვიტოს. 

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება