მაილი საირუსი ჟურნალმა Maxim-მა ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა

მაილი საირუსი ჟურნალმა Maxim-მა ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა

მამაკაცების ჟურნალმა Maxim-მა 100 ყველაზე სექსუალური ქალი გამოავლინა. სიის სათავეში მომღერალი და მსახიობი მაილი საირუსია.

20 წლის ვარსკვლავი ახალმა ამბავმა ისე გაახარა, რომ ამ ფაქტს ”ტვიტერშიც” გამოეხმაურა. მაილიმ აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია, ვინაიდან Maxim-ის HOT-100-ის პირველი ადგილი დაიკავა.

როგორც ჩანს, მაილის იმიჯის ცვლილება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მომღერალმა თმა მოკლედ შეიჭრა და წონაშიც საგრძნობლად დაიკლო, ხოლო მისი სამოსი სულ უფრო მოკლდება. ამის შემდეგ მაილი სულ უფრო ხშირად ჩნდება ჟურნალების გარეკანებსა და თამამ ფოტოსესიებში.

Maxim HOT-100-ის სიაში ასევე მოხვდნენ ბიონსე, ტეილორ სვიფტი, კეტი პერი და დემი ლოვატო.

მომზადებულია Maxim-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება