ჯორჯ კლუნი დაბადების დღეს მხოლოდ კაცების გარემოცვაში აღნიშნავს

ჯორჯ კლუნი დაბადების დღეს მხოლოდ კაცების გარემოცვაში აღნიშნავს

ჰოლივუდის სიმპათიური ბერბიჭა, ჯორჯ კლუნი 52 წლის გახდა.

მსახიობმა დაბადების დღე კაცების გარემოცვაში აღნიშნა და წვეულებაზე საყვარელი - სტეისი კიბლერი არ მიუწვევია. ვარსკვლავმა დაბადების დღისადმი მიძღვნილი წვეულება გერმანიაში აღნიშნა. კლუნისთან ერთად დაბადების დღეზე ჰოლივუდის მსახიობებმა - მეთ დეიმონმა და ბილ მურაიმ მოილხინეს.

ჯორჯის წვეულების შესახებ ადგილობრივებმა როცა შეიტყვეს, კლუბის კართან ათასობით ახალგაზრდა გოგონას გრძელი რიგი დადგა. მსახიობმა თაყვანისმცემლებს იმედი არ გაუცრუა და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო. ჯორჯს არც ავტოგრაფებზე უთქვამს უარი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება