მაკოლეი კალკინი პიტ დოერტისთან ერთად ცხოვრობს

მაკოლეი კალკინი პიტ დოერტისთან ერთად ცხოვრობს

მსახიობი მაკოლეი კალკინი და მუსიკოსი პიტ დოერტი პარიზში ერთად ცხოვრობენ.

ფილმის - "მარტო სახლში" ვარსკვლავი და სკანდალური მუსიკოსი მეგობრები არიან. მათ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ ფილმ The Wrong Ferrari-ის გადაღებისას გაიცნეს და დამეგობრდნენ. ახლა კი პარიზში გაემგზავრნენ, სადაც ბოჰემურ ცხოვრებას ეწევიან.

"მაკოლეი და პიტი უცნაურ წყვილად მოგეჩვენებათ, მაგრამ მათ ერთნაირი ინტერესები აქვთ, ორივეს პოეზიისა და ფერწერის სიყვარული აერთიანებთ",- ამბობს ვარსკვლავების მეგობარი.

დასავლური მედიის ინფორმაციით, მაკოლეის მსახიობობის მიტოვება მხატვრობაში ძალების მოსინჯვა სურს.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება