ჩარლი შინის შვილები დენიზ რიჩარდს გადასცეს

ჩარლი შინის შვილები დენიზ რიჩარდს გადასცეს

ნარკოტიკებთან პრობლემების გამო მსახიობ ჩარლი შინის ყოფილ მეუღლე ბრუკ მიულერს დედობის უფლების დაკარგვა ემუქრება. საოჯახო და ბავშვთა საქმეთა დეპარტამენტმა მსახიობის სამი წლის ტყუპ ბიჭუნებზე მეურვეობა შინის კიდევ ერთ ყოფილ ცოლს, დენიზ რიჩარდსს დააკისრა. თუ რატომ არ გადასცეს ბავშვები შინს, უცნობია.

ბრუკ მიულერი კოკაინის გადამეტებული დოზის მიღების გამო სარეაბილიტაციო ცენტრში უკვე მეცხრამეტედ მოხვდა.

ამჟამად, იგი მკურნალობს, მას არა მხოლოდ ნარკოტიკების, არამედ ალკოჰოლის მიღებაც კატეგორიულად ეკრძალება.

დენიზ რიჩარდსი მსახიობისგან შეძენილ ორ ქალიშვილს - სემსა და ლოლუს ზრდის. ახლახან, მან კიდევ ერთი გოგონა - ელოიზა იშვილა, ასე რომ ბიჭუნები ახალ ოჯახში არ მოიწყენენ. დაუბრუნდებიან თუ არა ტყუპები - ბობი და მაქსი მშობლებს, ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება