რისთვის ჩამოვიდა დიანა ღურწკაია საქართველოში

რისთვის ჩამოვიდა დიანა ღურწკაია საქართველოში

წინა კვირას თბილისში დიანა ღურწკაია ჩამოვიდა, ამის შესახებ მომღერალმა დათო კენჭიაშვილმა მამცნო და თავისთან სტუდიაში მიმიპატიჟა, სადაც დიანა დათოსთან უკვე მესამე სიმღერას წერს.

- დიანა, გვიამბე შენი და დათოს მეგობრობის შესახებ.

- დათოს მოსკოვშიც იცნობენ. მეც მოვისმინე, მომეწონა მისი სიმღერები და მასთან დუეტის ჩაწერა მომინდა. დიდხანს ვცდილობდი მისი ტელეფონის ნომრის გაგებას. ბოლოს მეგობარი დამეხმარა და ჩემი ძმა დაუკავშირდა დათოს.

- შენ დათო აღმოაჩინე ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენც კი არ ვიცნობდით, მისმა რომელმა სიმღერამ მოგხიბლა?

- ალბათ ყველაფერი უფლის ნებაა. დათო, პირველ რიგში, არაჩვეულებრივი ადამიანია. ამას ვაფასებ სწორედ მასში. ჯერ ადამიანი უნდა იყო, მერე - მომღერალი და მუსიკოსი. ამ ადამიანში ყველაფერია თავმოყრილი. არ მინდა, სხვამ ცუდად გაიგოს, ყველას ვეფერები და თითოეულ ქართველ მომღერალს ვაფასებ, მაგრამ დათო არის გამორჩეულად კარგი. ვფიქრობ, მოუხდა ჩვენი ხმები ერთმანეთს. ჩვენ ორი დუეტი ვიმღერეთ ერთად - "სატრფიალო", ანუ "დღე დამიღამე" და "რას შეგადარო ქალაუ". ორივე დათოს ეკუთვნის. ახლა უკვე სოლოსიმღერა დამახვედრა დათომ.

- დათო, მესამე სიმღერაზე რას მეტყვი?

- "შემომეფეთე უეცრად" - ასე ჰქვია სიმღერას. ფოლკია, როგორც დანარჩენი ჩემი სიმღერები. სიყვარულის ბალადაა. ძალიან მაგარი გამოვიდა, ისეთი მაგარი, რომ მეც სიამოვნებით ვიმღერებდი.

დიანა:

- მე მივცემ უფლებას (იცინიან). ეს სიმღერა დათომ მოსკოვში გამომიგზავნა, სახე გამებადრა, რომ მოვისმინე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება