ნინუცა მაყაშვილი: "ვერა ქობალია წინ ვერ დამიდგება"

ნინუცა მაყაშვილი: "ვერა ქობალია წინ ვერ დამიდგება"

"ფსიქოს" დღევანდელი სტუმარი რუსთაველის თეატრის მსახიობი და ტელეკომპანია "მაესტროს" დილის გადაცემა "მაღვიძარას" წამყვანი ნინუცა მაყაშვილია.

- რომ არა მსახიობი, ვინ იქნებოდი პროფესიით?

- ყველაზე მეტად რაც მიყვარდა, სწორედ იმ სფეროში ვმუშაობ. ბავშვობაში კოსმონავტობაზე ან ნაყინის გამყიდველობაზე არასოდეს მიოცნებია.

- რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას დაბრუნებისას რა განცდა გქონდა?

- უდიდესი ბედნიერებაა ბატონი რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრში მოღვაწეობა. მისმა დაბრუნებამ ძალიან გამახარა. თუმცა ტელევიზიაში დიდ დროს ვატარებ და თეატრში სიარულს ვეღარ ვახერხებ. თან ის სპექტაკლები, სადაც ვთამაშობდი, მოიხსნა, ახალ სპექტაკლებში კი არ ვმონაწილეობ.

- წარმოიდგინე, პირდაპირ ეთერში მიგყავს გადაცემა, ამ დროს კი სტუდიაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე შემორბის და გიმღერის "შენ რა სექსი ხარ"... როგორი რეაქცია გექნება?

- ბოლო ხანს გოგა ხაჩიძე ისე აქტუალური გახდა, ასეც რომ მოხდეს, არ გამიკვირდება... რა თქმა უნდა, გამიხარდება, სიმღერაში ავყვები და მაგრად ვიცეკვებ (იცინის).

- საქართველოში, ქალს სექსუალურს რომ უწოდებ, ხშირად შეურაცხყოფად იღებენ, ამ აზრს ეთანხმები?

- ალბათ იმიტომ, რომ სექსუალურობა უხამსი სიტყვა ჰგონიათ, არადა, წესით, ასეთი კომპლიმენტი უნდა გესიამოვნოს.

- შენთვისაც უთქვამს ასეთი რამ?

- (იცინის) არა, რადგან იშვიათად გამოვიყურები სექსუალურად.

- შენს გრძელ ფეხებზე ლეგენდები დადის და იშვიათად როგორ გამოიყურები სექსუალურად?

- თუ მოკლე კაბა და მაღალქუსლიანი ფეხაცმელი მაცვია, მართლა ხშირად მეუბნებიან, სექსუალური ხარო.

- წარმოიდგინე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია გიბარებს და გეუბნება, რომ შენს საყვარელ მამაკაცს თავი დაანებო, რადგან მას უყვარს...

- თუ მართლა მიყვარს მამაკაცი, ვერანაირი მდგრადი განვითარების მინისტრი და ვერანაირი ვერა ქობალია წინ ვერ დამიდგება. ხოლო თუ იმ მამაკაცს ვერა უყვარს, ხოლო მე ტყუილად მეფიცება სიყვარულს, ბედნიერ თანაცხოვრებას, კოჰაბიტაციას ვუსურვებ (იცინის).

- ვერამ დუელში რომ გამოგიწვიოს?

- დამბაჩით? არ ვურჩევ, რადგან საკმაოდ ზუსტი მიზანი მაქვს და არაჩვეულებრივადაც ვისვრი (იცინის).

- დუელზე გამახსენდა - კობა ხაბაზმა შენ გამო აკო მინაშვილი რომ გამოიწვიოს დუელში?

- ორივეს მე ვუყვარვარ? დაე ვუყვარდე, მაგათ რა ხეირი (იცინის). დუელის წინ ორივეს კატა ლეოპოლდის ცნობილ ფრაზას ვეტყოდი - "რებიატა, დავაიწე ჟიც დრუჟნა".

- 100 დღით საქართველოს პრეზიდენტი რომ გახდე, რას გააკეთებდი?

- უუუფ, იმდენ რამეს შევცვლიდი, რომ... პირველ რიგში იმათ დავეხმარებოდი, ვინც ამას იმსახურებს - შრომისუუნაროებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ.

- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მილიონი წითელი ვარდი რომ გამოგიგზავნოს, როგორი რეაქცია გექნება?

- ძალიან გამიხარდება, უღრმეს მადლობას მოვახსენებ, შემდეგ კი ქუჩაში გავალ ჩემი მილიონი ვარდით და...

- ვარდების რევოლუციას მოაწყობ?

- (იცინის) არა, რას ამბობ, გამვლელ-გამომვლელებს დავურიგებ თითო-თითოს. უცხო ადამიანი ვარდს რომ გაჩუქებს 3 წუთით მაინც ხომ იქნები ბედნიერი.

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- არაფერსაც არ ვაჩუქებდი, სააკაშვილს ისედაც იმაზე მეტი აქვს ყველაფერი, ვიდრე საჭიროა.

- მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ბიუჯეტიდან აღებული თანხით ძვირფასი სამკაული რომ მოგიძღვნას, გამოართმევ?

- აუცილებლად გამოვართმევ, შემდეგ კი გავყიდი იმ თანხას რამე კეთილ საქმეს მოვახმარ.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - გულახდილი და სამართლიანი ადამიანია. თუ რამე არ მოსწონს, ხმამაღლა აპროტესტებს. არის მიმნდობი, რის გამოც ხშირად სტკენენ გულს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება