იტალიის სასამართლომ სილვიო ბერლუსკონის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

იტალიის სასამართლომ სილვიო ბერლუსკონის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

იტალიის სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის ფინანსური მაქინაციებისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, საქმე ეხება სილვიო ბერლუსკონის მედიაკომპანია Mediaset-ს. 76 წლის პოლიტიკოსმა ქვეყნის ხაზინაში გადასახადების სახით 7 მილიონი ევრო არ შეიტანა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბერლუსკონის ხუთი წლის განმავლობაში ასევე ეკრძალება სახელმწიფო საქმიანობა.

სააპელაციო სასამართლომ, გასულ წელს, მილანის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დატოვა ძალაში.

ბერლუსკონის ადვოკატთა განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი სააპელაციო სასამართლოს განაჩენს იტალიის საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ბერლუსკონი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებულია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა