ბრიტნი სპირსი საცურაო კოსტუმში გადაიღეს

ბრიტნი სპირსი საცურაო კოსტუმში გადაიღეს

მომღერალმა ბრიტნი სპირსმა Shape Magazine-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოებზე ჩანს, რომ მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია და იმ თინეიჯერ გოგონას გვაგონებს, როგორიც კარიერის დასაწყისში იყო.

ფოტოსესიის თანმხლებ ინტერვიუში ბრიტნიმ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრა. 31 წლის მომღერალმა აღიარა, რომ მიუხედავად იოგაში რეგულარული ვარჯიშებისა და ჯანსაღი კვებისა, დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ აღნაგობა შეინარჩუნოს.

"საკუთარი სხეული მიყვარს, შემდეგ კი მძულს. უკვე 31 წლის ვარ, ამიტომ ფორმის შესანარჩუნებლად მეტი შრომა მჭირდება",- ამბობს ბრიტნი.

მომღერალი არ მალავს, რომ კალორიული საკვები უყვარს - სპაგეტი და შოკოლადის ორცხობილა. ამიტომ მკაცრი დიეტა მისთვის ნამდვილ გამოცდად იქცა. მომღერალი სპორტდარბაზში ყოველდღე ვარჯიშობს.

მომზადებულია Shape Magazine-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება