ჯულია რობერტსი დის ქორწილში მისვლას არ აპირებს

ჯულია რობერტსი დის ქორწილში მისვლას არ აპირებს

ჰოლივუდის მსახიობი ჯულია რობერტსი დის ქორწილში მისვლას არ აპირებს.

ჯულიას უმცროსმა ნახევარდა ნენსი მოტესმა ჯულიას მეჯვარეობა სთხოვა, მაგრამ რობერტსი არათუ მეჯვარეობას, საქორწინო წვეულებაზე მისვლასაც არ აპირებს. მიზეზი საქმრო ჯონ დილბეკია, რომელიც ჯულიას აზრით, უსაქმური და უფულოა. ჯულია დარდობს, რომ სასიძო მის დას ფულისთვის იყენებს.

"ჯონი რესტორანში მუშაობდა, მაგრამ როგორც კი ნენსიმ მაღალანაზღაურებადი სამსახური იშოვა, მან მუშაობაზე უარი თქვა და სახლში დაჯდა. რობერტსი შიშობს, რომ ჯონი არც ვარსკვლავის ქონებაზე იტყვის უარს", - განუცხადა ჯულიას მეგობარმა ჟურნალისტებს.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება