რაიან გოსლინგი: "ყველაზე მეტად სიგარეტის მოწევა გამიჭირდა"

რაიან გოსლინგი: "ყველაზე მეტად სიგარეტის მოწევა გამიჭირდა"

16 აპრილს გამოვიდა ეკრანებზე ფილმი "ადგილი ფიჭვების ქვეშ", რომელშიც მთავარ როლს რაიან გოსლინგი თამაშობს, კანადელი მსახიობი და მუსიკოსი. მსახიობს პარტნიორობას უწევდა სექსუალური ევა მენდესი, რომელთანაც რაიანს რომანიც აქვს.

- გვიამბეთ თქვენი პერსონაჟის შესახებ ახალ ფილმში...

- ლიუკი ბაიკერთა ჯგუფის წევრია, რომლისგანაც ყველა სულელურ გამოხდომებს ელოდება, თუმცა სულით რომანტიკოსია და უამრავ მითს იგონებს საკუთარ თავზე. საკუთარ შვილთან შეხვედრა მის ცხოვრებას სრულიად ცვლის.

- როცა ამ პროექტზე თანხმდებოდით, ვარაუდობდით, რომ პროექტს წარმატება ელოდა?

- ამის გამოცნობა არ ვიცი. უბრალოდ, ვირჩევ იმ როლებს, რომლებიც შინაგანად შემესაბამება.

- ლიუკი რით არის თქვენთან ახლოს?

- ალბათ, მეც მაქვს მიდრეკილება, შევქმნა მითები და რეალობას გავექცე.

- ამ ფილმზე მუშაობისას თუ გქონდათ ურთიერთობა ნამდვილ დამნაშავეებთან?

- დიახ და ერთმა მათგანმა საინტერესო რამ მიამბო. თურმე, ბანკის თანამშრომლებს აქვთ განკარგულება, პირველი მოთხოვნისთანავე მისცენ ფული. ასე რომ, პისტოლეტებისა და მუქარის არავითარი აუცილებლობა არ არის. რა თქმა უნდა, შეიძლება იყვირო და ისროლო, მაგრამ სინამდვილეში საკმარისია თქვა: "მომეცით, თუ შეიძლება, თქვენი მთელი ფული" - და მათ ეს უნდა გააკეთონ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება