ვანესა პარადი ჯონი დეპთან დაშორების შემდეგ კარიერას დაუბრუნდა

ვანესა პარადი ჯონი დეპთან დაშორების შემდეგ კარიერას დაუბრუნდა

ვიდრე ერთნი საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ ცრემლებს ღვრიან, სხვები თავისუფლებით ტკბებიან და დროს ახალი პროექტებისთვის იყენებენ. ფრანგი მსახიობი და მომღერალი ვანესა პარადი სწორედ ასეთი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება. ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯონი დეპთან დაშორების შემდეგ მომღერალი, დეპრესიაში ჩავარდნის ნაცვლად, კარიერით დაკავდა.

პირველად სამი წლის განმავლობაში ვანესა პარადიმ ახალი ალბომი გამოუშვა, ერთ-ერთ კომპოზიციაზე კი ვიდეოკლიპიც გადაიღო. სიმღერის სახელწოდებაა Love Song!

49 წლის ჯონი დეპი და 39 წლის ვანესა პარადი 2012 წელს 14-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. წყვილის დაშორების მიზეზი 26 წლის მსახიობი ემბერ ჰერდია, რომელთანაც ჯონი დეპმა რომანი გააბა.

მომზადებულია cosmo.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება