Abba-ს წევრი შოუბიზნესს უბრუნდება

Abba-ს წევრი შოუბიზნესს უბრუნდება

Abba-ს წევრი, 63 წლის აგნეტა ფელტსკუგი შოუბიზნესს უბრუნდება. მომღერლის განცხადებით, მას არ ეგონა, თუ ოდესმე კიდევ დაუბრუნდებოდა სცენას, თუმცა ახლა ახალ ალბომზე მუშაობას იწყებს.

ახალ ალბომს "A" ქვია. 70-იანების ვარსკვლავს მის ჩასაწერად ვოკალური მომზადება დასჭირდება.

"ნამდვილად არ მეგონა, რომ ალბომს ჩავწერდი ჩემს ასაკში. ძალიან მიყვარს სტუდიაში მუშაობა. ეს ჩემი მეორე სახლია, მაგრამ უამრავი რამის დაძლევა მომიწევს. დავტვირთე და დავძაბე ჩემი ხმა, მაგრამ ისეთი შედეგი ვერ მივიღე, როგორიც მსურდა. ამასთან, ჩემს თავში არ ვიყავი საკმაოდ დარწმუნებული და ამიტომ სიმღერის რამდენიმე გაკვეთილი დამჭირდა", - აღნიშნა 63 წლის აგნეტამ.

აგნეტამ ბოლო ალბომი 2004 წელს გამოუშვა.

მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება