ტამერლან ცარნაევი მასაჩუსეტის შტატიდან მოშორებით დაკრძალეს

ტამერლან ცარნაევი მასაჩუსეტის შტატიდან მოშორებით დაკრძალეს

ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ტამერლან ცარნაევი აშშ-ში, მასაჩუსეტის შტატიდან მოშორებით დაკრძალეს. თუმცა, წარმოშობით ჩეჩენი ტერორისტის საფლავის ადგილმდებარეობას პოლიცია არ ასახელებს.

ცარნაევის დაკრძალვას წინ უძღოდა რამდენიმე დღიანი საპროტესტო გამოსვლები. კემბრიჯის მცხოვრებლები, სადაც ცარნაევი ცხოვრობდა, ქალაქში მის დაკრძალვას აპროტესტებდნენ. ცარნაევის ცხედრის მიღებაზე უარი თქვა მასაჩუსეტის შტატის რამდენიმე სასაფლაოს მმართველმაც.

აშშ-ის პოლიციის განცხადებით, ცარნაევის დაკრძალვა ერთ-ერთი "მამაცი და შემწყნარებელი ადამიანის" მეშვეობით მოხერხდა. თუმცა, პოლიცია არ ამხელს ამ ადამიანის ვინაობას.

ჩეჩენი წარმოშობის ძმები - ტამერლან და ჯოხარ ცარნაევები 14 აპრილის ბოსტონის მარათონის დროს მოწყობილ აფეთქებაში არიან ეჭვმიტანილები. აშშ-ის სპეცსამსახურებმა მათი დაკავების ოპერაცია 19 აპრილს განახორციელეს, რა დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად ტამერლან ცარნაევი მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა. 19 წლის ჯოხარ ცარნაევი კი პოლიციამ იმავე დღეს, მოგვიანებით დააკავა.

ბოსტონის ტერაქტს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 176 კი დაშავდა.

მომზადებულია ABC News-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა