დას­რულ­და თუ არა "დიდ­გო­რის" გა­მოც­და

დას­რულ­და თუ არა "დიდ­გო­რის" გა­მოც­და

ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სა და უსაფ­რთხო­ე­ბის სფე­როს აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხ­ებ­ზე, მის წი­ნა­შე მდგარ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რე­ა­ლის­ტუ­რად მი­იჩ­ნევთ პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას 2014 წელს, ნა­ტოს შემ­დგომ სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ MAP-ის მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე?

- ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო მზად არის იმი­სათ­ვის, რომ მაპ­-ი მი­ე­ნი­ჭოს, რაც ერთ წე­ლი­წად­ში კი­დევ უფ­რო გა­მო­იკ­ვე­თე­ბა. რა თქმა უნ­და, ნა­ტოს­თან და­ახ­ლო­ე­ბის, უფ­რო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ას­ვლის დი­დი სურ­ვი­ლი გვაქვს, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბი იღე­ბენ და არა სა­ქარ­თვე­ლო, მათ პო­ლი­ტი­კურ ნე­ბა­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამი­სათ­ვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ.

- ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის დე­პუ­ტა­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ყუ­რადღ­ე­ბა გა­მახ­ვილ­და ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კურ სა­კითხ­ებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა, ევ­რო­პუ­ლი ენე­ბის ქარ­ტი­ა, თურ­ქი-­მეს­ხე­ბის რე­პატ­რი­ა­ცი­ის სა­კითხ­იც კი..

- ეს თე­მე­ბი ნა­ტოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დღის წეს­რიგ­ში არ დგას. არ­სე­ბობს ინ­ტეგ­რა­ცი­ის ყო­ველ­წლი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო წლის და­საწყ­ის­ში წა­რუდ­გენს ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ანსს. მას­ში ნათ­ქვა­მი­ა, რა რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლო შემ­დგო­მი ერ­თი წლის მან­ძილ­ზე. ამ სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტში აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ა­ზე, უსაფ­რთხო­ე­ბის სექ­ტო­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე; ყვე­ლა­ფე­რი, რის გა­კე­თე­ბა­საც ნა­ტოს ამ ერ­თწლი­ა­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის ფარ­გლებ­ში ვთა­ვა­ზობთ, რე­ა­ლის­ტუ­რი­ა.

- ქარ­თულ­მა მხა­რემ ნა­ტოს ავ­ღა­ნე­თი­დან ქვეყ­ნის გავ­ლით ტვირ­თე­ბის, ბა­ქო-­თბი­ლი­სი-­ყარ­სის რკი­ნიგ­ზით ტრან­ზი­ტი შეს­თა­ვა­ზა. რამ გა­ნა­პი­რო­ბა ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა?

- პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლო ერ­თხელ კი­დევ და­ამ­ტკი­ცებს, რომ ალი­ან­სის პარ­ტნი­ო­რია არა მხო­ლოდ სიტყ­ვით, საქ­მი­თაც, მათ ვთა­ვა­ზობთ დახ­მა­რე­ბას იმით, რაც შეგ­ვიძ­ლი­ა. ამას­თან, ეს ტრან­ზი­ტი ქვეყ­ნის­თვის და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლიც იქ­ნე­ბა.

- ხომ არ იქ­ნე­ბა ამის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო ჩათ­რე­უ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის სა­მიზ­ნედ?

- ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვა­ში ჩარ­თვა სი­ტუ­ა­ცი­ას ნამ­დვი­ლად არ და­ძა­ბავს, ეს ტვირ­თი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც გა­დის.

- რო­გორ აფა­სებთ უსაფ­რთხო­ე­ბის დოქ­ტრი­ნა­ში რუ­სე­თის საფ­რთხის მი­მართ "ტო­ნის შერ­ბი­ლე­ბას"?

- უსაფ­რთხო­ე­ბის სა­კითხ­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ დო­კუ­მენ­ტებ­ში რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა არ შე­სუ­ლა, საფ­რთხე­ე­ბი რჩე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ითქვას, რომ რუ­სე­თის­გან პირ­და­პი­რი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის ალ­ბა­თო­ბა შემ­ცირ­და, თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­შიშ­რო­ე­ბამ გა­და­ი­ა­რა: ის იყო, არის და იქ­ნე­ბა. კვლავ რის­კის შემ­ცვე­ლია რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე­-აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში არ­სე­ბო­ბა.

- ქარ­თუ­ლი საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კის ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა­ა, ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ სამ­ხედ­რო ინ­დუს­ტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბა ღა­რი­ბი ქვეყ­ნის­თვის დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბა­ა... დას­რულ­და საბ­რძო­ლო მან­ქა­ნე­ბის, მათ შო­რის, "დიდ­გო­რის" გა­მოც­და?

- ტეს­ტი­რე­ბა გრძელ­დე­ბა, ეს არ არის ერ­თი და ორი დღის საქ­მე. მას პრაქ­ტი­კა­ში გა­მოც­და სჭირ­დე­ბა, ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სას კი ტექ­ნი­კუ­რი ცდე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო. და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში ახა­ლი საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში შე­ტა­ნას, მი­ნი­მუმ, 6-7 წე­ლი სჭირ­დე­ბა. ჩვენ ამ­დე­ნი დრო არ დაგ­ვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ არც აჩ­ქა­რე­ბაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო სფე­რო­ში სა­უ­კე­თე­სო გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჰყავს; სა­ხელ­მწი­ფომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სტრა­ტე­გი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნ­და გა­დად­გას.

- სამ­ხედ­რო სფე­რო­ში შეს­ყიდ­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით პრობ­ლე­მე­ბი­ა? ამ კონ­ტექ­სტში გა­იჟ­ღე­რა დე­პუ­ტატ ირი­ნე იმერ­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის გვარ­მა, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია "ფუდ­ლა­ინ ჯორ­ჯი­ას" დი­რექ­ტო­რი­ა...

- პირ­და­პირ გეტყ­ვით, რომ პრო­ცე­სის გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბის­თვის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ალა­სა­ნი­ამ პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, ამ მხრივ ის გა­მორ­ჩე­უ­ლია მი­ნის­ტრებ­ში. პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც შეს­ყიდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჯა­რო­ო­ბის ხა­რისხს გაზ­რდის; სა­მი­ნის­ტროს მი­ერ გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რე­ბის გან­ხილ­ვა­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩაბ­მუ­ლი არა­სა­მთავ­რო­ბო სექ­ტო­რი, კო­რუფ­ცი­ის რის­კი მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ა; რაც შე­ე­ხე­ბა ირი­ნე იმერ­ლიშ­ვილის მე­უღ­ლის თე­მას, უმ­ცი­რე­სო­ბის მხრი­დან ატე­ხილ ყვი­რილს არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქონ­და, კა­ნო­ნი არ დარ­ღვე­უ­ლა. სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სის ოჯა­ხის წევ­რი გარ­კვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა; თი­ნა ხი­და­შე­ლი უნ­და გავ­რიცხ­ოთ პარ­ლა­მენ­ტი­დან იმის გა­მო, რომ მი­სი მე­უღ­ლე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ა?! თუ თავ­დაც­ვი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ უნ­და მივ­ცეთ იმის გა­მო, რომ ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან? ამას­თა­ნა­ვე, იმერ­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე კომ­პა­ნია "ფუდ­ლა­ინ ჯორ­ჯი­ას" თა­ნამ­შრო­მე­ლია და არა მფლო­ბე­ლი, კომ­პა­ნია ღი­ად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ ელექ­ტრო­ნულ ტენ­დერ­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი პი­არ­ზე იყო გათ­ვლი­ლი, ხო­ლო მას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია სა­ტენ­დე­რო პრო­ცე­დუ­რი­დან დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო, უმ­ცი­რე­სო­ბამ რა­ტომ­ღაც პირ­ში წყა­ლი ჩა­ი­გუ­ბა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე