რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ”ამბები.გე”-ს რეჟისორის შვილმა, ნანა ლორთქიფანიძემ განუცხადა, უკვე 2 კვირაა, რაც გიგა ლორთქიფანიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
პაციენტს ფილტვებში სითხე ჩაუდგა. პრობლემები შეექმნა ღვიძლთან დაკავშირებითაც. "ფაქტობრივად, სეფსისი იყო განვითარებული, მაგრამ ექიმების დახმარებით ახლა მდგომარეობა შედარებით უკეთესია. როდის გამოწერენ მამას კლინიკიდან ჯერ არ ვიცი", - განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.
გიორგი ბერიძე