მსახიობი კირა ნაითლი და მისი მეუღლე, მუსიკოსი ჯეიმს რაიტონი თაფლობის თვეს კორსიკაში ატარებენ. ახლადშეუღლებულები იახტით სეირნობენ და ლამაზი პეიზაჟებით ტკბებიან.
მსახიობი 4 მაისს საფრანგეთში საიდუმლოდ გათხოვდა. ნაითლისა და ჯგუფ Klaxons-ის პიანისტის ქორწინების მოკრძალებული ცერემონია ქალაქ მაზანის მერიის შენობაში გაიმართა.
ქორწილისთვის 28 წლის მსახიობმა Chanel-ის მოკრძალებული კაბა და ”ბალეტკები” შეარჩია.
კირა ნაითლიმ და ჯეიმს რაიტონმა ერთმანეთი 2011 წელს გაიცნეს.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.