დემი მური ქალიშვილს შეურიგდა, მაგრამ მის ყოფილ საყვარელთან შეხვედრას აგრძელებს

დემი მური ქალიშვილს შეურიგდა, მაგრამ მის ყოფილ საყვარელთან შეხვედრას აგრძელებს

მსახიობი დემი მური უფროსი ქალიშვილის, რუმერ უილისის ყოფილ შეყვარებულს, ჰარი მორტონს ხვდება. 50 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მორტონთან თავს ახალგაზრდად გრძნობს. მური დარწმუნებულია, რომ მათი ურთიერთობა ხანგრძლივი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჰარის მექალთანის რეპუტაცია აქვს.

31 წლის რესტორატორი ადრე ლინდსი ლოჰანს ხვდებოდა, ჯენიფერ ენისტონთან ცხოვრობდა და დემი მურის ქალიშვილის, რუმერის საყვარელი იყო. ამჟამად ჰარი დემის სახლში საცხოვრებლად გადავიდა.

მიუხედავად ამისა, ამ დღეებში პაპარაცებმა დემი რუმერთან ერთად შენიშნეს. ისინი იოგას ვარჯიშებიდან ერთად ბრუნდებოდნენ. როგორც ჩანს, გოგონა წინააღმდეგი არ არის, რომ დედა მის ყოფილ შეყვარებულს ხვდება.

ეს ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე დედა-შვილის პირველი ერთობლივი ფოტოა. ეშტონ კატჩერთან დაშორების შემდეგ დემი გულის გადაყოლებას ღამის წვეულებებით ცდილობდა, შედეგად იგი გამოფიტვის დიაგნოზით საავადმყოფოში დააწვინეს. ქალიშვილებს დედის ცხოვრების წესი არ მოსწონდათ და მასთან ურთიერთობა შეწყვიტეს.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება