რობერტ პატინსონის 10 საუკეთესო ციტატა

რობერტ პატინსონის 10 საუკეთესო ციტატა

13 მაისს ჰოლივუდის მსახიობ რობერტ პატინსონს 27 წელი შეუსრულდა. მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ ვარსკვლავის 10 ყველაზე სახალისო და საინტერესო ციტატას.

შეშლილი თაყვანისმცემლების შესახებ: "ცოტა ხნის წინ ერთმა ქალმა ბავშვი გამოწია ჩემკენ და მთხოვა: შეგიძლიათ მას თავზე უკბინოთ?".

გოგონების შესახებ: "ერთმა თაყვანისმცემელმა ქალმა მკითხა: "რა უნდა გავაკეთო, რომ ყურადღება მომაქციოთ?" მე ვუპასუხე: "უბრალოდ გაიხადეთ ტანსაცმელი". ის გაჩერდა და სწრაფად დაიწყო გახდა. დაცვა იძულებული გახდა ოთახიდან გაეყვანა" .

სექსის შესახებ: "სკოლის პერიოდში მარტოხელა ვიყავი. პირველი კოცნა 12 წლის ასაკში მქონდა, ხოლო გოგონებთან შეხვედრა 18 წლისამ დავიწყე".

"ბინდის" პერსონაჟ ედვარდ კალენის შესახებ: "ყველას მოსწონს ედვარდ კალენის მსგავსი ტიპები, რომლებსაც ქალები ჭკუიდან გადაყავთ. ედვარდი რომ არ ყოფილიყო მოგონილი პერსონაჟი და თქვენ მას რეალურ ცხოვრებაში შეხვედროდით, ის სერიული მკვლელის მსგავსი ვინმე იქნებოდა. ამასთან, ის 108 წლის ვაჟიშვილია, ასე რომ, მას უამრავი ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს".

მასზე გავრცელებული ჭორების შესახებ: "ძალიან მომწონს ისტორია ჩემი ორსულობის შესახებ. ამის შესახებ ერთ-ერთ ავსტრალიურ გამოცემაში, პირველ გვერდზე დაბეჭდეს! აღსანიშნავია, რომ ამაში არ იყო ირონია. არც მქონდა იმის იმედი, რომ სტატია სათაურს გაამართლებდა. ხუმრობით ვფიქრობდი: "ჰო აბა რა, მე ორსულად ვარ და ამას ყველას ვუმალავ".

ოცნებებისა და ჩვევების შესახებ: "ჩემი ოცნების პროფესია პიანისტობაა. ხოლო ყველაზე მავნე ჩვევა ისაა, რომ ბევრს ვლაქლაქებ".

დენიელ რედკლიფის შესახებ: "არ მგონია, რომ დენიელი ვინმეს წამართმევდა. გოგო რომ ვყოფილიყავი, მას ადვილად შევაბამდი!".

თვითგამორკვევის შესახებ: "სანამ 12 წელი შემისრულდებოდა, ჩემს დებს მოსწონდათ ჩემი გოგოსავით გამოპრანჭვა და ყველასთან ასე წარმადგენდნენ: "ეს კლაუდიაა!" 12 წელი გარდატეხის პერიოდი იყო. ამ ასაკში შერეულ სკოლაში წავედი, სადაც გოგონები და ბიჭები ერთად სწავლობდნენ. მაშინ აღმოვაჩინე თმის გელი".

კერპის შესახებ: "აღფრთოვანებული ვარ ჯეკ ნიკოლსონით. მიყვარს ყველა მისი შტრიხი. ადრე ვცდილობდი მისთვის ყველაფერში მიმებაძა".

კრისტენ სტუარტის შესახებ: "რომც არ ვთამაშობდე, მაინც ვუყურებდი "ბინდს" - მე კრისტენის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ჩვენი ასაკის მსახიობთა შორის არც ისე ბევრი გოგონაა, რომელსაც შეუძლია ნიჭით სხვებს კონკურენცია გაუწიოს. მას კარგად ესმის, მე რას ვგრძნობ. კრისტენი ამბიციურია და სურს, როგორც მსახიობი სრულყოფილი გახდეს. ის გამუდმებით მიწვევს. კრისტენი შესანიშნავად უკრავს საყვირზე, თუმცა ამის შესახებ ბევრმა არ იცის".

მომზადებულია spletnik.ru-ს შესახებ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება