როგორ იმუშავა ქართველმა გოგონამ ნაომი კემპბელთან, კეტი ჰოლმსსა და მარია შარაპოვასთან

როგორ იმუშავა ქართველმა გოგონამ ნაომი კემპბელთან, კეტი ჰოლმსსა და მარია შარაპოვასთან

მარიამ კეკუტია ძალიან პატარა იყო, როდესაც მშობლებმა მოსკოვში წაიყვანეს საცხოვრებლად. იქ გაიზარდა, სკოლა და უნივერსიტეტიც იქ დაამთავრა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბენტლის უნივერსიტეტში წარმატებით ჩააბარა და ახლა მაგისტრანტი გახლავთ ბიზნესურთიერთობების განხრით.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება საზღვრებს გარეთ გაატარა, გული მაინც საქართველოსკენ მოუწევს. უნდა, სამშობლოში დაბრუნდეს ოჯახთან ერთად და აქ გააგრძელოს ცხოვრება. ამბობს, რომ ყველაფერი საქართველოსკენ უხმობს.

სანამ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარებდა, მარიამი წლების განმავლობაში ხატავდა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ სხვა გზა აირჩია, ხატვისთვის დროს მაინც პოულობს. მოსკოვში ცხოვრებისას იმისთვისაც იცლიდა, რომ მამას ბიზნესში დახმარებოდა, ამერიკაში კი თავისუფალი დრო პრესტიჟული ჟურნალის ფოტოგადაღებებსაც დაუთმო. ვინაიდან შესანიშნავად იცის ინგლისური და ფრანგული ენები, ის Harper's Bazaar-მა ნიუიორკული გადაღებებისთვის ასისტენტად აიყვანა. მარიამი ძალიან მორიდებული გოგონაა და თავიდან თავისი წარმატებების შესახებ ვრცლად საუბარი არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმეთ.

- 2 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, მამამ იქ საქმე ააწყო. რასაკვირველია, ოჯახიც თან წაგვიყვანა. ყოველ წელს ძმებთან ერთად აუცილებლად ჩამოვდიოდი საქართველოში, რომ ქართული არ დაგვვიწყებოდა, ცოტა მეგრულიც ვიცი და აქცენტიც მაქვს, როგორც ხედავთ (იცინის).

მოსკოვში გავიზარდე და იქ დავამთავრე სკოლა, შემდეგ ინსტიტუტი, კონკრეტულად კი "მგიმო". საკმაოდ რთული იყო იქ მოხვედრა, ამისთვის ორი წელი ვემზადებოდი და ჩავაბარე. სანამ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტს შევარჩევდი, მანამდე 7 წლის განმავლობაში ვხატავდი და არქიტექტურის ფაკულტეტზე მქონდა არჩევანი შეჩერებული, მაგრამ შემდეგ რაღაც არ გამოვიდა და ვინაიდან მათემატიკას კარგად ვსწავლობდი, "მგიმოში" ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე. საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე. მე რომ სწავლას ვამთავრებდი, ჩემი ძმა, გიორგი, ბოსტონში გაუშვეს სასწავლებლად, მამამ მითხრა, შენც ხომ არ მოსინჯავდიო. მაგისტრატურის გაგრძელებას "მგიმოში" ვაპირებდი, მაგრამ გადაწყვეტილება შევცვალე. გავაგზავნე ჩემი აპლიკაციები ბოსტონის რამდენიმე უნივერსიტეტში და ყველა მათგანი­დან მომივიდა დადებითი პასუხი, მთავაზობდნენ სწავლის საფასურის 60%-ით დაფინანსებას. ჩემი მიმართულება უფრო მეტად მარკეტინგია და ისეთი უნივერსიტეტები შევარჩიე, სადაც ამ მიმართულებას ასწავლიდნენ. საბოლოოდ ბენტლის უნივერსიტეტი ამოვარჩიე, რომელსაც მომავალ წელს ვამთავრებ. ეს უნივერსიტეტი ბოსტონიდან 10 კილომეტრში მდებარეობს.

- ამერიკასთან შეგუება არ გაგიჭირდა?

- ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩემი ძმა უკვე ბოსტონში გახლდათ და შესაბამისად, ერთმანეთს ვეხმარებოდით.

- მოსკოვისა და ბოსტონის უნივერსიტეტებს შორის რა განსხვავებაა სწავლის თვალსაზრისით?

- მე ვარ ბიზნესურთიერთობების მაგისტრი მარკეტინგის განხრით. სწავლებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა - ამერიკული სწავლების მეთოდი ანალიტიკას, დისკუსიებს ეფუძნება. აქ ლექციები არ გვაქვს, უფრო მეტად შენი აზრის გამოთქმას გთხოვენ, რაც თავდაპირველად გამიძნელდა. რუსეთში მიჩვეული ვიყავი სწავლის სხვა მეთოდს, როდესაც პროფესორი გეუბნება, რა არის სწორი. თავიდან საკმაოდ რთული იყო, აუდიტორიის წინაშე საკუთარი მოსაზრებები რომ გამომეთქვა. ახლა აღარ მიძნელდება. რაც შეეხება ადამიანურ ურთიერთობებს, ამ მხრივ ძალიან კარგი გარემოა. ყველა ერთმანეთს რჩევას აძლევს და რაღაცას ასწავლის. "ემბიეის" პროგრამა ამით არის გამორჩეული. აქ რომ მოდიხარ, მუშაობის სტაჟი უნდა გქონდეს, ამიტომ რაღაც გამოცდილება უკვე გაქვს დაგროვებული.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება