ყველაზე მოთხოვნადი ვარცხნილობები

ყველაზე მოთხოვნადი ვარცხნილობები

ბრიტანეთში სალონ Toni & Guy-ის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ბრიტანელები ყველაზე ხშირად ქეით მიდლტონის და შერილ კოულის მსგავს ვარცხნილობებს იკეთებენ.

სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 2000-მა ქალმა მიიღო. რეიტინგში ქეით მიდლტონმა მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი მომღერალ შერილ კოულს ერგო. სწორედ მისი მსგავსი ვარცხნილობა სურს ბრიტანელ ქალთა უმეტესობას.

სიაში ასევე მოხვდნენ ჯენიფერ ენისტონი, კიმ კარდაშიანი, კამერონ დიასი და ენ ჰეთევეი.

სტილისტები შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი ქალის თმა იდეალურ ფორმას 30 წლის ასაკში იღებს. სწორედ ამ ასაკში ვარცხნილობა ხდება უნიკალური, ვინაიდან ქალს ექსპერიმენტების ჩატარება უკვე აღარ უწევს და ნაპოვნი აქვს თავისი სტილი.

ყველაზე მისაბაძ ვარცხნილობათა რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1. შერილ კოული

2. ჰოლი უილოუბი

3. კელი ბრუკი

4. ქეით მიდლტონი

5. ჯენიფერ ენისტონი

6. კვლავ შერიკლ კოული, თუმცა ამჯერად შინდისფერ თმაში

7. კამერონ დიასი

8. ზოი დეშანელი

9. კიმ კარდაშიანი

10. ენ ჰეთევეი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია DailyMail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება