ლუსი ლუ - ”არასაკმარისად აზიელად და არასაკმარისად ამერიკელად მიმიჩნევენ”

ლუსი ლუ - ”არასაკმარისად აზიელად და არასაკმარისად ამერიკელად მიმიჩნევენ”

მსახიობ ლუსი ლუს არ სურს "აზიელ უემოციო გოგონად" აღიქვან. ამის შესახებ მსახიობმა ჟურნალ Net-A-Porter-თან აღიარა.

"მაყურებელი რომანტიულ კომედიაში ჯულია რობერტსს ან სანდრა ბალოკს ხედავს, მაგრამ არა - მე. ჩემზე ამბობენ: "იგი ზედმეტად აზიატია", ან "იგი ზედმეტად ამერიკელია". ეს მართლაც გამაღიზიანებელია",- აღიარებს მსახიობი.

ვარსკვლავის მშობლები (ჩინელი ემიგრანტები) მის სურვილს, მსახიობი გამხდარიყო, მხარს არ უჭერდნენ. მათ უნდოდათ, რომ მათი ქალიშვილი ბანკირი ან ექიმი გამოსულიყო. მომავალ ვარსკვლავს ოცნების განხორციელებაში ძმა, ჯონი დაეხმარა, რომელმაც ლუს მის ბინაში ცხოვრების უფლება მისცა.

"სამზარეულო არ გვქონდა, ერთ ოთახში იატაკზე გვერდიგვერდ გვეძინა",- იხსენებს ლუსი.

ძმა მას კოლეჯის საკრედიტო ბარათის დაფარვაში დაეხმარა. "ვფიქრობ, მისი დახმარების გარეშე მსახიობი ვერ გავხდებოდი",- მიიჩნევს ლუ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება