საერთაშორისო ფესტივალ "ოაზისზე" დასასწრები ბილეთები დღეიდან გაიყიდება

საერთაშორისო ფესტივალ "ოაზისზე" დასასწრები ბილეთები დღეიდან გაიყიდება

საერთაშორისო ფესტივალ "ოაზისზე" დასასწრები ბილეთები დღეიდან მცხეთის თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიყიდება. როგორც "ამბები.გე"-ს ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, ბილეთების მინიმალური ფასი 19 ლარი იქნება.

რამდენიმე საათის წინ კი "ემ ეს ივენთსისა" და "ლაივ კონცერტის" დირექტორებმა ფესტივალის ჰედლაინერი და მონაწილე ცნობილი მომღერლები დაასახელეს.

ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი "მუმი ტროლია". მსმენელის წინაშე ასევე წარსდგებიან Jahcooz (გერმანია), WhoMadeWho (დანია) და loudspeakers (საქართველო).

კიდევ რა სურპრიზებს უმზადებს ფესტივალი მსმენელს, მომდევნო კვირას გახდება ცნობილი. ბილეთების ყიდვა შესაძლებელია ინტერნეტით, ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე WWW.OASIS-FESTIVAL.GE, ასევე "საქართველოს ფოსტის" პრესის ჯიხურებში და "საქართველოს ბანკის" სწრაფი გადახდის (EXPRESS PAY) აპარატებით.

ფესტივალი 22-23 ივნისს ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მცხეთის "თეატრონთან" სპორტული ღონისძიებები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, კვების ობიექტები განლაგდება. იქვე განთავსდება კენპინგის ზონა.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება