პერის ჰილტონი: "მეშინია, რომ მომკლავენ"

პერის ჰილტონი: "მეშინია, რომ მომკლავენ"

ჰილტონების იმპერიის შთამომავალი აღიარებს, რომ ვარსკვლავობა მხოლოდ გლამურულ წვეულებებს, პაპარაცებს და წითელ ხალიჩას არ ნიშნავს, ყველა სელებრითს ეშინია ფეთქებადი გულშემატკივრების, რომელთაც საყვარელი კერპის მოკვლა შეუძლიათ.

წლების შემდეგ ჰილტონმა ერთ-ერთ გახმაურებულ ინციდენტზე გულახდილად ისაუბრა. 2010 წელს პერისის ლოს-ანჯელესის სახლში ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი შეჭრას ცდილობდა.

"საღამო იყო და სახლში ვისვენებდი. მოულოდნელად საშინელი ხმაური ატყდა - ვიღაც ფანჯრებზე აბრახუნებდა. დაბლა ჩავედი და დავინახე, უცნობ შეშლილ კაცს სამზარეულოს ორი დანა ეჭირა. მას ჩემი მოკვლა უნდოდა და სახლში შემოჭრას ცდილობდა. ძალიან შემეშინდა და ყვირილი დავიწყე. რომ არა ჩემი შეყვარებული, ვერ გადავრჩებოდი. ასეთია პოპულარობის მეორე მხარე", - განაცხადა პერისმა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება