მსახიობმა ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის მკერდის მოკვეთის ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებას "გმირული" უწოდა.
"ყველაფერი, რაც მისთვის მინდა - რომ ჩემთან და ჩვენს შვილებთან ერთად დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვროს. ეს ჩვენი ოჯახისთვის ბედნიერი დღეა",- განაცხადა პიტმა. მან აღნიშნა, რომ ყველა ქალს, რომელთაც მკერდის მოკვეთის გადაწყვეტილება მიიღეს, გმირებად თვლის.
ანჯელინა ჯოლიმ გადატანილი ოპერაციის შესახებ გამოცემა The New York Times-ის საავტორო სვეტში 13 მაისს დაწერა. მსახიობი იძულებული გახდა ონკოლოგიური დაავადებებისადმი გენეტიკური მიდრეკილების გამო ოპერაცია გაეკეთებინა. კერძოდ, ჯოლისთვის მკერდის კიბოს რისკი ოპერაციამდე 87% შეადგენდა, მის შემდეგ კი ის 5%-მდე შემცირდა.
მსახიობი წერდა, რომ პიტი მის გვერდით იყო და მხარს უჭერდა. ჯოლიმ აღნიშნა, რომ ასეთი მზრუნველობა ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია.
მომზადებულია The Evening Standard-ის მიხედვით.