დორონინი ნაომი კემპბელის "ორეულთან" გამოიჭირეს

დორონინი ნაომი კემპბელის "ორეულთან" გამოიჭირეს

პაპარაცებმა რუსი ოლიგარქი ვლადისლავ დორონინი უცნობ შავკანიან ლამაზმანთან გამოიჭირეს, რომელიც მოდელ ნაომი კემპბელს ძალიან ჰგავდა.

თავიდან ბრიტანელმა ჟურნალისტებმა იფიქრეს, რომ შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი შერიგდა, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ მათ წინაშე სუპერმოდელის "ორეული" იყო.

კომპანია "კაპიტალ გრუპის" თანამფლობელი ლურჯ საცურაო კოსტუმში გამოწყობილ ლამაზმანთან ურთიერთობით ტკბებოდა. გოგონა თავდაჯერებულად იქცეოდა და მოძრაობითაც კი კემპბელს ჰგავდა.

პაპარაცების ფოტოებმა დორონინ-კემპბელის წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს.

აღსანიშნავია, რომ ვლადისლავ დორონინი რამდენიმე დღის წინ მაიამიში, იახტაზე უცნობ თეთრკანიან ქალთანაც შენიშნეს.

მომზადებულია Splash News-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება