კანში 66-ე კინოფესტივალი გაიხსნა

კანში 66-ე კინოფესტივალი გაიხსნა

კანის 66-ე კინოფესტივალი 15 მაისს ავსტრალიელი რეჟისორის, ბაზ ლურმანის ფილმით "დიდებული გეთსბი" გაიხსნა, რომელშიც მთავარ როლს ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს.

კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი სტივენ სპილბერგია. ცერემონიას  ფრანგი მსახიობი ოდრი ტატუ უძღვება.

კანის კინოფესტივალის მთავარი პრემიის "ოქროს პალმის რტოსთვის" 20 ფავორიტი ფილმი იბრძვის. ესენია: "მხოლოდ ღმერთი მოგიტევებს" - რეჟისორი ნიკოლას ვინდინგ რეფნი, "ვენერა ბეწვით" - რეჟისორი რომან პოლანსკი, "ლევინ დევისის შიგნით" - რეჟისორები ძმები ჯოან და ითან კოელები, "ნებრასკა" - რეჟისორი ალექსანდერ პეინი, "ახალგაზრდა და ლამაზი" - რეჟისორი ფრანსუა ოზონი, "ჩალის ფარი" - რეჟისორი ტაკაში მიიკე, "ემიგრანტი" - რეჟისორი ჯეიმს გრეი, "წარსული" - რეჟისორი ასგარ ფარხადი, "სასახლე იტალიაში" - რეჟისორი ვალერია ბრუნი-ტედესკი, "მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან" - რეჟისორი ჯიმ ჯარმუში და სხვა.

გახსნის ცერემონიაზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო. თუმცა, კანში ცერემონიის დროს წვიმდა და წითელ ხალიჩაზე ყველა ვარსკვლავი ქოლგით მივიდა. საპატიო ვარსკვლავთა შორის იყვნენ ჰოლივუდის ყველაზე შემოსავლიანი სელებრითები - ლეონარდო დიკაპრიო, ნიკოლ კიდმანი და ჯულიანა მური. ასევე კერი მალიგანი, ფრიდა პინტო, ტობი მაგუაირი, სუპერმოდელი სინდი კროუფორდი, მოდელები ჯორჯია მეი ჯაგერი და კარა დელევინი.

კინოფესტივალი 15-დან 26 მაისის ჩათვლით გაიმართება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება