ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ დადგენილება იცვლება

ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ დადგენილება იცვლება

ISAF-ის სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის თაობაზე პარლამენტის სპეციალურ დადგენილებაში ცვლილება შედის.

"ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე თანხმობის მიცემის შესახებ" პარლამენტის 2009 წლის 6 აგვისტოს დადგენილებაში ცვლილებებს დღეს თავდაცვისა და უშიშრიების საპარლამენტო კომიტეტი იხილავს, ხვალ კი, საკითხი პლენარულ სხდომაზე გადის.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან დოლიძემ განუცხადა, ქართული ოცეული, რომელიც ქაბულშია განლაგებული, დაქვემდებარებას იცვლის და ფრანგული კონტინგენტიდან ამერიკული კონტინგენტის დაქვემდებარებაში გადადის. მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, პარლამენტის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები სწორედ ამას შეეხება.

"წარმოდგენილი ცვლილებები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას ან შემცირებას არ ითვალისწინებს. ცვლილება ეხება იმას, რომ ქაბულში ქართული ოცეული ფრანგული კონტინგენტის დაქვემდებარეობაში იყო, ხოლო ახლა ამერიკული კონტინგენტის დაქვემდებარეობაში გადადის. ცვლილებების მთელი არსი ამაში მდგომარეობს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან დოლიძემ.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე