სმარტფონები სამხედროებს სნაიპერების აღმოჩენაში დაეხმარება

სმარტფონები სამხედროებს სნაიპერების აღმოჩენაში დაეხმარება

ამერიკის ვანდერბილტის უნივერსიტეტის ინჟინრებმა სტანდარტული სმარტფონებისთვის სპეციალური პროგრამა შექმნეს, რომელსაც სნაიპერებისა და მსროლელების აღმოჩენა შეუძლია.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ, მოწინააღმდეგის სნაიპერების აღმომჩენი ხელსაწყოების შექმნაზე ათობით მილიონი დოლარი დახარჯა. მსგავსი სისტემების უმეტესობა მოწინააღმდეგეს მისი იარღიდან გასროლისას წარმოქმნილი ხმით აფიქსირებს. მაყუჩიანი შაშხანის შემთხვევაშიც კი, გასროლისას წარმოქნილ დარტყმის ტალღას საკუთარი ხმა აქვს. ათეულობით მგრძნობიარე მიკროფონის, ზუსტი საათისა და მიკროპროცესორისგან შემდგარი სამხედრო სისტემები, მოწინააღმდეგის სნაიპერის პოზიციას საკმაოდ ზუსტად აფიქსირებს.

ექვსი წლის წინ, ვანდერბილტის უნივერსიტეტის სპეციალისტთა ჯგუფმა მოწინააღმდეგის სნაიპერების აღმომჩენი კომპაქტური სისტემა ჯარისკაცების ჩაფხუტებზე განათავსა.

რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად სპეციალისტებმა სისტემა დახვეწეს და ამჟამად ის სტანდარტული სმარტფონის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს. სპეციალური მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც სმარტფონს Bluetooth-ით უკავშირდება, მიკროფონებით და დეტექტორებითაა აღჭურვილი. გასროლისას წარმოქმნილ ხმას სწორედ ის აფიქსირებს. მიკროპროცესორის მიერ გადამუშავებული ინფორმაცია კი სმარტფონის ეკრანზე აისახება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ popmech.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე