სკარლეტ იოჰანსონი ტრუმან კაპოტერს პირველი რომანის "საზაფხულო კრუიზის" მიხედვით ფილმს იღებს. ეს რომანი დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. თავად სკარლეტი აღფრთოვანებულია იმით, რომ სწორედ ის შეასხამს ხორცს კაპოტეს რომანის ეკრანიზაციას.
"ის, რომ ამ ისტორიის ეკრანიზაციის შესაძლებლობა მაქვს, და რომ ეს იქნება რეჟისორის ამპლუაში ჩემი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი, დიდი პრივილეგიაა", - განაცხადა სკარლეტ იოჰანსონმა.
სიუჟეტი ახალგაზრდა არისტოკრატ ქალზე მოგვითხრობს, რომელიც მშობლებთან ერთად საზაფხულოდ პარიზში გამგზავრებაზე უარს ამბობს, რჩება ნიუ-იორკში და რომანს აბამს ავტომობილების პარკინგზე მომუშავე მამაკაცთან.
ფილმისთვის სცენარი უკვე დაწერა ტრისტან სკაილერმა. ფილმის გადაღება 2014 წელს დაიწყება.
მომზადებულია Deadline.com-ის მიხედვით.