ოჯახური წყევლა - რამ დაღუპა კენედების კლანი

ოჯახური წყევლა - რამ დაღუპა კენედების კლანი

ინდოელები ამას ცუდ კარმას ეძახიან, ქრისტიანები - ოჯახურ წყევლას. ვიღაცამ შეიძლება ეს ამბავი ცრურწმენად მიიჩნიოს, მაგრამ ზოგიერთი ოჯახის ისტორია, რომელთა წევრებიც მრავალი წლის განმავლობაში ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარან, ყველაზე ურწმუნო სკეპტიკოსებშიც კი ეჭვს იწვევს. ამაში დასარწმუნებლად უბედური კლანების ცნობილ ამბებს შემოგთავაზებთ.

კენედების კლანი

წყევლა: უცნაური დაავადებებით სიკვდილი და ავტოკატასტროფა

ვინ დაწყევლა: მაკნორმანის გვარის ქალებმა

მიზეზი: მკვლელობა

1850 წელს ტეხასში პატრიკ კენედის ბანდა სერ მაკნორმანის დილიჟანსს დაესხა თავს. ლედი მაკნორმანს თავისი ქალიშვილი ქორწილში მიჰყავდა. ნადავლი ძვირფასი იყო - დილიჟანსი მდიდარი საპატარძლოს მზითვით იყო დატვირთული, მაგრამ ბანდიტები ნაქურდალს არ დასჯერდნენ. თავიდან მეეტლე და მთელი ამალა ამოჟლიტეს, შემდეგ ქალები, რომლებმაც, ეტყობა, წინააღმდეგობა გაუწიეს ბანდიტებს. სიკვდილის წინ დედა-შვილმა მკვლელები დაწყევლა... რვა წლის შემდეგ პატრიკ კენედი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა და თავის ცოლ მერი ჯოანსა და ახალშობილ ვაჟ პატრიკ ჯოზეფს ურიგო მემკვიდრეობა არ დაუტოვა. მიუხედავად იმისა, რომ პატრიკ კენედის მემკვიდრეები დამნაშავეები არ იყვნენ, მაკნორმანების წყევლა მათზეც გადავიდა.

პატრიკის შვილი­შვილმა, პარალიზებუ­ლმა ჯოზეფ პატრიკმა ცხოვრება ინვალიდობაში განლია, მისი შვილები კი ერთი მეორის მიყოლებით იღუპებოდნენ.

ჯოზეფ პატრიკის ქალიშვილი როზმარი საგიჟეთში გარდაიცვალა: 1941 წელს წარუმატებლად გაუკეთეს ლობოტომია, რის შემდეგაც აზროვნების უნარი დაკარგა და უმართავი გახდა. უმცროსი ქალიშვილი, კეტლინი, მეორე მსოფლიო ომის დროს დაქვრივდა, ხოლო 1948 წელს ავიაკატასტროფაში მოხვდა. ჯოზეფის ვაჟი სამხედრო ავიაციაში მოხალისედ ჩაეწერა, 1944 წელს გაურკვეველი მიზეზების გამო მისი თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა. მეორე ვაჟი - ჯონი, აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი, 1963 წელს ჩაცხრილეს. ხუთი წლის შემდეგ, 1968 წელს, არაბმა ფანატიკოსმა ჯოზეფის კიდევ ერთი ვაჟი, სენატორი და პრეზიდენტობის კანდიდატი რობერტი მოკლა. ძმებში ყველაზე უმცროსმა, ედუარდმა, დიდხანს იცოცხლა და 77 წლის ასაკში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. მიუხედავად ბუნებრივი სიკვდილისა, მის ცხოვრებას თავგადასავლების გარეშე არ ჩაუვლია: 1969 წელს, როცა 37 წლის ედუარდი პრეზიდენტობის კანდიდანტი იყო, მისი მანქანა ხიდიდან გადავარდა. მანქანაში მისი საყვარელი მერი ჯო კოპეჩნე იჯდა. კენედიმ ნაპირზე გამოცურა, მაგრამ ქალი არ გადაარჩინა. ამ ამბის გამო პრეზიდენტის სავარძელს გამოეთხოვა, საინფორმაციო საშუალებებმა მას ნაძირალა უწოდეს.

ჯოზეფ პატრიკის შვილიშვილებსაც არ გაუმართლათ. რობერტ კენედის ვაჟი დევიდი მოზარდობისას ნარკოტიკებს მიეძალა, 1984 წელს კი სასიკვდილო დოზით დაიღუპა.

დევიდ ჯოზეფის ძმა 1973 წელს ავიაკატასტროფაში მოყვა და სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. რობერტის კიდევ ერთი ვაჟი, მაიკლი, 1997 წელს თხილამურებით სრიალის დროს სასიკვდილოდ დაიმტვრა.

ჯონისა და ჟაკლინ კენედის ვაჟი ჯონ ფიცჯერალდ-უმცროსი 1999 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა: თვითმფრინავი, რომლითაც ის და მისი ცოლი მიფრინავდნენ, ოკეანეში ჩავარდა.

წყევლა დღემდე გრძელდება: ერთი წლის წინ, საკუთარ სახლში რობერტ კენედი-უმცროსის ცოლმა თავი ჩამოიხრჩო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა