რატომ გაუშვეს ''შუა ქალაქიდან'' თეკლა და ნუნუ

რატომ გაუშვეს ''შუა ქალაქიდან'' თეკლა და ნუნუ

როგორც წესი, სერიალების ერთგული მაყურებლები მსახიობების შეცვლას მტკივნეულად აღიქვამენ. ამის ნათელი მაგალითია ''ჩემი ცოლის დაქალები'', სადაც კატოს როლის შემსრულებლის, ნინო გაჩეჩილაძეს ლელა მებურიშვილით ჩანაცვლებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თუმცა ეს ცვლილება ალბათ დიდი ამბის ატეხვად არ ღირდა, რადგან ლელამ მშვენივრად გაართვა თავი როლს და მის მიერ შექმნილი კატოც მალევე გახდა საყვარელი პერსონაჟი სერიალის გულშემატკივრებისთვის.

მსახიობების ხშირი მონაცველობა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა სერიალ ''შუა ქალაქისთვის''. პირველი ''დარტყმა'' შემოქმედებითმა ჯგუფმა მაყურებელს მაშინ მიაყენა, როდესაც დები ღლონტები, დათო, სანდრო ანანო და მათი მეგობრები გაუშვა, ალბათ იფიქრეს, რომ ახალი სახეების შემოყვანით სერიალის რეიტინგი გაიზრდებოდა... გაამართლა თუ არა ამ ხერხმა, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ''შუა ქალაქი'' ყოველ ახალ სეზონს ახალი გმირების ახალი ცხოვრებით იწყებს, არადა მაყურებელს უკვე შეჩვეული გმირის ცხოვრების განვითარება უფრო აინტერესებს, ვიდრე ახალი პერსონაჟის გამოჩენა და მისი ცხოვრებისეული დეტალები...

როგორც გავიგე, ამჯერად თეკლას როლის შემსრულებლი ანა ქურთუბაძე და ერთ-ერთი მთავარი სახასიათო გმირი ნუნუ დეიდა, იგივე ქეთევან კანტიძე სერიალში აღარ მონაწილობენ. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჯერ ანა ქურთუბაძეს დავუკავშირდი, რომლის საქციელმააც გამაოგნა... უცვლელად გთავაზობთ ჩვენს საუბარს...

- ანა, გამარჯობა... ინფორმაციის გადასამოწმებლად გირეკავთ.. გავიგეთ, რომ სერიალ ''შუა ქალაქიდან'' წამოხვედით, მართალია?

- არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

- ქეთევან კანტიძეზეც იგივე ინფორმაცია გვაქვს, მისი გმირი, ნუნუ რჩება სერიალში?

- დიახ, ეს საკითხი ჯერჯერობით გარკვეული არ არის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება