ჰოლივუდის ყველაზე უჩვეულო წყვილები

ჰოლივუდის ყველაზე უჩვეულო წყვილები

შერი და ტომ კრუზი

80-იან წლებში 20 წლის დამწყებმა მსახიობმა და 36 წლის ცნობილმა მომღერალმა ერთმანეთი თეთრ სახლში, საქველმოქმედო აქციაზე გაიცნეს. თავიდან წყვილი რომანს უარყოფდა, მაგრამ წლების შემდეგ, ოპრა უინფრის შოუში შერიმ აღიარა, რომ ტომზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული. "ასაკობრივი სხვაობის გამო არ დავშორდით. ერთმანეთს გადაღებებისა და გასტროლების გრაფიკმა დაგვაშორა" - განაცხადა შერიმ.

მადონა და დენის როდმანი

პოპმუსიკის დედოფალს ყოველთვის აპოლონის სხეულის მსგავსი მამაკაცები მოსწონდა. მათი რომანი ხანმოკლე, მაგრამ ხმაურიანი აღმოჩნდა. ამბობდნენ, რომ მადონას კალათბურთელისგან შვილის გაჩენაც სურდა, მაგრამ ერთმანეთს დიდხანს ვერ გაუძლეს.

კრისტინა ეპლგეიტი და ბრედ პიტი

80-იან წლებში ახალგაზრდა მსახიობებმა ერთმანეთი გაიცნეს და დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ ამბიციების გამო დაშორდნენ. დღეს ბრედი მსოფლიოში ცნობილი მსახიობი, სამაგალითო მეუღლე და მამაა. კრისტინა ეპლგეიტი კი ვიღას ახსოვს?!

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ფერჯი

"როცა ჩემმა მეგობრებმა ჩვენი რომანის შესახებ შეიტყვეს, "სტელა" შემარქვეს. სტელა ფილმის მთავარ გმირს ერქვა, რომელსაც 20 წლით უმცროსი ბიჭი შეუყვარდა. ჩვენ შორის ასეთი ასაკობრივი სხვაობა არ ყოფილა. მე 23 წლის ვიყავი, ტიმბერლეიკი - 16-ის. ერთმანეთი გასტროლებზე გავიცანით. მაშინ ჯასტინი ჯგუფ "N SYNC წევრი იყო. ჩვენს რომანს სერიოზულად არ აღვიქვამდი. ახლა ჯასტინს ჩემი ოჯახის წევრად მივიჩნევ".

ნიკოლ კიდმანი და ლენი კრავიტცი

ტომ კრუზთან განშორების შემდეგ ნიკოლმა მომღერალი, თავიდან ფეხებამდე ტატუებით მოხატული ლენი კრავიტცი გაიცნო. 39 წლის ლენი დაქორწინებას არ ჩქარობდა. გართობა და წვეულებები უყვარდა. კიდმანს კი ოჯახი და შვილები უნდოდა. დაშორდნენ, მაგრამ მეგობრებად დარჩნენ. განშორების შემდეგ ნიკოლმა აღიარა, რომ კრავიტცთან ერთად იმდენ წვეულებასა და დისკოთეკაზე იყო ნამყოფი, რომ მთელი სიცოცხლე ეყოფოდა.

ჯორჯ კლუნი და ლუსი ლუ

ჯორჯ კლუნი ახლაც სუსტი სქესის გულთამპყრობელია და რამდენიმე წლის წინ ერთდროულად რამდენიმე ქალთან ჰქონდა რომანი. ლუსი ლუს პარალელურად, იგი "სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავს, ტერი ჰატჩერსა და კიდევ ერთ მუსიკოს ქალს ხვდებოდა. ლუსიმ კლუნის ღალატი ვერ აპატია და დასცილდნენ.

კიანუ რივზი და დაიან კიტონი

ვინ იფიქრებდა, რომ მსოფლიოს ბერბიჭას ასაკოვანი ქალბატონები მოსწონდა. 57 წლის დაიანმა 18 წლით უმცროსი კიანუ გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ორი წლის მანძილზე მსახიობები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად დაშორდნენ.

სარა ჯესიკა პარკერი და ჯონ კენედი (უმცროსი)

სარა ჯესიკა კერი ბრედშოუს როლამდე სერიალში "სექსი დიდ ქალაქში" ბროდვეის სპექტაკლებში მონაწილეობდა. 1991 წელს მის სპექტაკლს ჯონ კენედი უმცროსი დაესწრო და ქალს ულამაზესი თაიგული გაუგზავნა. ლამაზი სიყვარულის ისტორია იმ დღეს დასრულდა, როცა სარამ კენედის დაქორწინება შესთავაზა. 1999 წელს კენედი (უმცროსი) ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამ დროს პარკერი მეთიუ ბროდერიკზე იყო დაქორწინებული და პოპულარულ სერიალშიც იღებდნენ.

სინტია ნიქსონი და კრისტინ მარიონი

სერიალის - "სექსი დიდ ქალაქში" მეორე გმირი - მირანდა ათი წელი ცხოვრობდა ქმართან და ორ შვილსაც ზრდიდა, მაგრამ მერე კრისტინ მარიონი შეუყვარდა და ოჯახი მიატოვა.

მაიკ ტაისონი და ნაომი კემპბელი

80-იან წლებში, ერთ-ერთ წვეულებაზე "შავმა პანტერამ" მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი მაიკ ტაისონი გაიცნო. რომანი ორ წელიწადს გაგრძელდა. ჟურნალისტები წყვილს "ურჩხულსა და ლამაზმანს" ეძახდნენ. იმასაც ამბობდნენ, რომ ერთხელ, ეჭვიანობის გამო მაიკმა ნაომის ნეკნები ჩაუმტვრია.

მობი და ნატალი პორტმანი

"ლეონის" 14 წლის ვარსკვლავი ღამის კლუბში მობის კონცერტზე არ შეუშვეს. მსახიობის ყვირილზე თავად მუსიკოსი გამოვიდა და დაცვას ნატალის შეშვება დაავალა. ორი ვეგეტარიანელის რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა. როცა ჟურნალისტები მობის პორტმანზე ეკითხებიან, იგი წითლდება და რატომღაც, ყოველთვის პირველ კოცნას იხსენებს. ნატალი კი ამბობს, რომ მობი მისი საუკეთესო მეგობარია.

ქეით ბლანშეტი და ენდრიუ აპტონი

მსახიობმა და სცენარისტმა 1997 წელს იქორწინეს. უკვე სამი ვაჟიც ჰყავთ. ბლანშეტის თაყვანისმცემლებს ვერ გაურკვევიათ, ასეთ ლამაზ ქალს როგორ შეუყვარდა ასეთი... უჩვეულო გარეგნობის მამაკაცი.

დიტა ფონ ტიზი და მერილინ მენსონი

ოთხწლიანი რომანის შემდეგ ლამაზმანი და "კუბოდან ახალამდგარი" დაშორდნენ. მენსონმა (42 წლის) დიტა ახალგაზრდა ლამაზმანში რეიჩელ ვუდში (23 წლის) გაცვალა.

ჰაიდი კლუმი და სილი

მოდელი და მომღერალი 2005 წლიდან იყო დაქორწინებული. ხუთ შვილს ზრდიდნენ, - ოთხს საერთოს. ახლახან წყვილი დასცილდა ერთმანეთს და კლუმის თაყვანისმცემლები ოცნებობენ, რომ მისი მომდევნო ქმარი სილზე მახინჯი არ იყოს.

ვუდი ალენი და სუნ-ი

ვუდი ალენი ცოლზე 35 წლით უფროსია. ამასთანავე, სუნ-ი ალენისა და მისი ყოფილი ცოლის მია ფეროუს ნაშვილები გოგონა იყო. ახლა წყვილი ორ ნაშვილებ ბავშვს ზრდის.

დაბოლოს, სიმაღლით გამორჩეული წყვილები: მსახიობი ევა ლონგორია (1.57 სმ) და მისი კალათბურთელი მეუღლე ტონი პარკერი (1.85); ფერჯი (1.57) და ჯოშ დუხამელი (1.92); მომღერალი კაილი მინოუგი (1.53) და მოდელი ანდრე ველინკოზო (1.92); ტომ კრუზი (1.70) და ნიკოლ კიდმანი (1.80); მოდელი კიმ კარდაშიანი (1.59) და კალათბურთელი კრის ჰამფრისი (2.06).

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება