"ვიქტორიას სიკრეტს" თვითმარქვია ანგელოზი აუმხედრდა

"ვიქტორიას სიკრეტს" თვითმარქვია ანგელოზი აუმხედრდა

ვერც წარმოიდგენთ, რამდენი გოგონა ოცნებობს... ანგელოზობაზე. "ვიქტორიას სიკრეტის" ანგელოზობაზე. ცნობილი ბრენდის ჩვენებაზე ცნობილ ვარსკვლავებთან - ადრიანა ლიმასთან, ალესანდრა ამბროსიოსა და მირანდა კერისთან ერთად გამოსვლა ბევრის ოცნებაა. რამდენიმე წლის წინ ეს ოცნება კაილი ბისუტისაც აუხდა.

2009 წელს კაილიმ გაიმარჯვა მოდელების კონკურსში "გახდი ვიქტორიას სიკრეტის ანგელოზი" და ბედნიერებისგან ანათებდა. მონტანის შტატის მცხოვრები გოგონას ოცნება ახდა, თუმცა კაილი "ანგელოზებს" შორის ერთადერთხელ გამოჩნდა - 2009 წლის შოუზე. მას მერე არც ერთ ჩვენებაზე აღარ დაუძახეს. ბისუტი არც არასდროს ყოფილა ამ ბრენდის "ანგელოზი", ეს დეფილე მას მხოლოდ პრიზად ერგო.

ჩვენც დავივიწყებდით მას, თვითონ რომ არ გამოეცა წიგნი და მსოფლიოსთვის არ შეეხსენებინა თავისი ამბავი. მან წიგნში იმაზე დაწერა, თუ რატომ მიატოვა მოდელის კარიერა. კაილის თურმე სურვილი გაუჩნდა, გააფრთხილოს ყველა, ვისაც პოდიუმზე სურს მოხვედრა და ცნობილი ბრენდის "ვიქტორიას სიკრეტის" მისამართითაც არ დაიშურა შენიშვნები: "ვერც დავიჯერებდი, რომ სამოდელო ბიზნესი ამდენად ამაზრზენია, თვითონ რომ არ გამომეცადა საკუთარ თავზე. მე იმაში მიხდიდნენ, რომ გავშიშვლებულიყავი და გამომწვევად მეპოზიორა მამაკაცების წინაშე".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება