ვინ გადააწყვეტინა ნუკი კოშკელიშვილს ეროტიკული ფოტოების გამოქვეყნება

ვინ გადააწყვეტინა ნუკი კოშკელიშვილს ეროტიკული ფოტოების გამოქვეყნება

ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" ნუკი კოშკელიშვილის საკმაოდ თამამი ფოტოები აღმოვაჩინეთ, რა თქმა უნდა, ამ ფაქტით დავინტერესდი და მაშინვე ნუკის დავუკავშირდი, უარი არც ფოტოების მოწოდებასა და მით უმეტეს, არც ინტერვიუზე არ უთქვამს, შედეგად გავარკვიე, რომ ჩვენმა რესპონდენტმა ფოტოები საკუთარი პერსონის გასააქტუალურებლად გადაიღო და გამოუვიდა კიდეც. სანამ ნუკი "ნანუკას შოუში" ამაზე ვრცლად ისაუბრებს, მანამდე ექსკლუზიურად გთავაზობთ ფოტოებს და ინტერვიუს ნუკისთან.

-  ნუკი, სანამ ფოტოსესიაზე ვისაუბრებდეთ, გვითხარი, რა ხდება შენკენ ახალი?

-  დუტა სხირტლაძე იღებს კომედიურ ფილმს სახელწოდებით "გივი", რომელშიც საკმაოდ უცნაურ გმირს ვასახიერებ, ჯერ მსგავსი როლი არასდროს მითამაშია. არ მინდა საიდუმლო გავთქვა, ამიტომ ბევრს ვერაფერს გეტყვით. ფილმი ცხოვრებისეული და სახალისო გამოდის. დუტა კარგი რეჟისორი აღმოჩნდა, მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია, ნამდვილად კარგი გუნდი შეკრიბა, ძირითადად ცნობილი მსახიობები თამაშობენ, თავად დუტაც განასახიერებს ერთ-ერთ გმირს.

-  ზემოთ თქვით, უცნაურ გმირს ვთამაშობო, რას გულისხმობს ეს უცნაურობა?

-  რამდენიმე როლი მაქვს ნათამაშები და თითოეულ გმირს ჩემი ერთი თვისება მაინც ჰქონდა, ეს პერსონაჟი იმდენად განსახვავებულია, მაყურებელი რომ ნახავს, გაოცდება. ძირითადად, როცა როლს მთავაზობენ, მეუბნებიან, გამოპრანჭული გოგო უნდა ითამაშოო, აქ კი სულ სხვა ვარ.

-  "შუა ქალაქის" ახალ სეზონში აღარ გამოჩენილხარ, წამოხვედი სერიალიდან?

-  არა, თითოეული სერია იწერება ეთერში გასვლამდე ერთი კვირით ადრე, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიყავი ქალაქში, სცენარისტები გაფრთხილებულები მყავდა, რომ ჩემს გმირზე არაფერი დაეწერათ, სწორედ ამიტომაც არ ვჩანვარ "შუა ქალაქში", ახლა ყოველ კვირას ველი ჩემი გმირის განვითარებას, შესაძლოა, სოფის შესახებ კიდევ დაიწეროს სცენარი და მეც გამოვჩნდე.

-  ახლა ვისაუბროთ იმ თამამ ფოტო­სესიაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გადაიღე...

-  ბევრმა დამირეკა და მკითხა, ჰქონდა თუ არა ამას რაიმე საერთო "პლეიბოისთან", უპირველესად უნდა ვთქვა, რომ ამ ფოტოსესიას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ჟურნალთან, უბრალოდ, მომინდა მქონოდა ესთეტიკური, ლამაზი ფოტოები და გადავიღე კიდეც. მამუკა კიკალიშვილს შემთხვევით შევხვდი და თავად შევთავაზე ამ ფოტოსესიის გაკეთება, ოღონდ მინდოდა ფოტოები მამუკას თვითონ გადაეღო, რადგან ვიცი, რომ განსხვავებული ხედვა აქვს და მისი ნამუშევარი ყოველთვის გამორჩეულად კარგი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ თავად იშვიათად იღებს ფოტოებს და ეს საქმე სტუდიის ფოტოგრაფებისთვის აქვს მინდობილი, ჩემს წინადადებას დათანხმდა, ჩავატარეთ ფოტოსესია და უნდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, იმდენად, რომ შესაძლოა მალე კიდევ ვიმუშაოთ ერთად და სხვა თემატიკით გადავიღოთ ფოტოები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება