ტეილორ სვიფტმა Billboard-ის რვა ჯილდო მოიპოვა

ტეილორ სვიფტმა Billboard-ის რვა ჯილდო მოიპოვა

ქანთრი-მომღერალი ტეილორ სვიფტი ჟურნალ Billboard-ის მუსიკალური პრემიის ცერემონიის ფავორიტი გახდა. ცერემონია 19 მაისს ლას-ვეგასში გაიმართა.

სვიფტი ნომინირებული იყო 11 კატეგორიაში, მოიპოვა რვა ჯილდო, მათ შორის, ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში - "საუკეთესო შემსრულებელი". ნაკლებად გაუმართლათ ჯგუფებს fun-ს და Maroon 5-ს, თითოეული მათგანი 11 ჯილდოს ნომონანტი იყო, მაგრამ მხოლოდ ერთი პრემია მოიპოვეს, ამასთან, ტექნიკურ კატეგორიაში.

მეორე ადგილი  Gotye-მა და რიანამ გაინაწილეს, თითოეულმა Billboard-ის ოთხი პრემია მოიპოვა. სამი ჯილდო ჯასტინ ბიბერს ერგო, რომელმაც კატეგორიებში"საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი" და "საუკეთესო სოციალური მომღერალი" გაიმარჯვა. სამი ჯილდო მოიპოვა მადონამაც, რომლის ტური " MDNA" წლის ყველაზე შემოსავლიანი გახდა.

დაჯილდოების ცერემონია არხ ABC-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. MGM Grand Garden Arena -ს სცენაზე იმღერეს: ტეილორ სვიფტმა, ჯასტინ ბიბერმა, ბრუნო მარსმა, Pitbull-მა, რომელმაც ორი დუეტი - ჯენიფერ ლოპესთან და კრისტინა აგილერასთან ერთად წარმოადგინა. მაყურებლის წინაშე ასევე წარდგნენ სელენა გომესი, კრის ბრაუნი და PSY.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: "ცხელი ღამე" ლას ვეგასში - ჯენიფერ ლოპესის ენერგიული შოუ Billboard-ის დაჯილდოებაზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება