ანჯელინა ჯოლი ახალ ბიოგრაფიულ ფილმში საკუთარ დედას, მარშელინ ბერტრანს განასახიერებს. ფილმი მსახიობის დედის ცხოვრების ბოლო წლებს მიეძღვნება. სურათის პროდიუსინგით ჯოლის მეუღლის, ბრედ პიტის კომპანია Plan B დაკავდება.
1990 წლის ბოლოს მსახიობ მარშელინ ბერტრანს საკვერცხეების კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ მან ჰუმანიტარული დახმარების ფონდი შექმნა და ცხოვრების უკანასკნელი წლები ქველმოქმედებას მოახმარა.
მარშელინის კიდევ ერთი პროექტი - Give Love Give Life ქალებს გინეკოლოგიური პრობლემის შესახებ მეტი იფნორმაციის მიღებაში ეხმარებოდა.
მარშელინ ბერტრანი 2007 წლის 27 იანვარს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შეგახსნებეთ, რომ კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ სარძევე ჯირკვლები მოიკვეთა. მსახიობი საკვერცხეების ამოკვეთასაც აპირებს.
მარშელინ ბერტრანის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღებები მომავალ წელს დაიწყება.
მომზადებულია Celebrity Gossip-ის მიხედვით.