ამერიკის სამ შტატს ზედიზედ 20 ტორნადო დაატყდა თავს

ამერიკის სამ შტატს ზედიზედ 20 ტორნადო დაატყდა თავს

ზედიზედ 20 ტორნადო დაატყდა თავს ამერიკის სამ შტატს - კანზასს, ოკლაჰომასა და აიოვას. სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დანგრეულია 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, დაახლოებით ათი ათასი ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ტორნადოს გამო კანზასის შტატის ქალაქ ვიჩიტას აეროპორტი დაიხურა. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას კვლავ სახლებში დარჩენას ურჩევს.

რამდენიმე დღის წინ ტეხასის შტატში მომხდარი ძლიერი ტორნადოს შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 40-მდე კი დაშავდა.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა