ვერიკო ტურაშვილი - ორი სიმღერის ჩაწერას ვაპირებ, მაგრამ ვერ ვხვდები, რისთვის უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი, კონცერტები არ ტარდება

ვერიკო ტურაშვილი - ორი სიმღერის ჩაწერას ვაპირებ, მაგრამ ვერ ვხვდები, რისთვის უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი, კონცერტები არ ტარდება

მცირე ხნის წინ გავრცელდა ხმა, რომ ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია რუსეთში პუტინის აპარატის მიწვევით კონცერტის ჩასატარებლად მიემგზავრებოდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პუტინის აპარატი არაფერ შუაში ყოფილა და ამ კონცერტს სხვა ორგანიზატორები ჰყავდა, მაგრამ ამ ინფორმაციამ ინტერნეტსივრცეში მაინც გამოიწვია გარკვეული აჟიოტაჟი. ვერიკო ახლახან დაბრუნდა რუსეთიდან, კერძოდ, ვოლგოგრადიდან, სადაც თემო საჯაიასთან ერთად იმყოფებოდა, რათა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის, რომელთა შორის 90 წლის ქართველიც გახლდათ, რამდენიმე სიმღერა შეესრულებინა. ვერიკო გაკვირვებულია, რომ რუსეთში მისი და მისი კოლეგის გამგზავრებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში.

- ძალიან მეცინება იმ აჟიოტაჟზე, რაც ჩვენს გამგზავრებამდე ატყდა და მთლიანად ცრუ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული. ღონისძიება, რომელიც ვოლგოგრადში გაიმართა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის გაკეთდა, სპეციალურად ამიერკავკასიის ქვეყნებისთვის. ორგანიზატორი გახლდათ არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაცია "ევრაზია" და არანაირი პუტინის აპარატი არ აკეთებდა ამ ღონისძიებას. საბუთებიც შემიძლია ავაფარო მას, ვინც ამას წერდა. საქართველოდანაც წამოვიდა ძალიან საყვარელი ადამიანი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელსაც 90 წელი უსრულდება. იქაც იყვნენ ვეტერანები, მოხუცები და მათთვის გაიმართა კონცერტი. საქართველოდან მე და თემო საჯაია ჩავედით. მანამდე გვითხრეს, რომ რეპერტუარი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული სიმღერებისგან შედგებოდა და ჩვენც მსგავსი სიმღერები უნდა მოგვემზადებინა. თემომ ერთი რუსული სიმღერა აარჩია, მე - ორი.

- თქვენ გარდა ალბათ კი­დევ იყვნენ მომღერლები.

- იყვნენ, მაგრამ ნაცნობი არავინ. მაგალითად, რუსეთიდან, ქალაქ ვოლგოგრადიდან იყო ასაკოვანი ქალბატონი, ასევე გახლდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები. რამაც გული გამიხეთქა და მთელი საქართველოს დელეგაცია გააგიჟა ის იყო, რომ აფხაზეთიდანაც გახლდათ წარმომადგენელი. ძალიან სამწუხარო იყო, როდესაც აფხაზეთის რესპუბლიკა გამოაცხადეს. იყო ორი ადამიანი ქართული გარეგნობით და რუსულად მეტყველებდნენ. ჩვენ მათთან დიდად არ გვიკონტაქტია, მხო­ლოდ საუზმეზე შეგვხვდნენ ერთხელ.

- როგორი შეხვედრა იყო ზო­­გადად?

- ძალიან გულთბილი. ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ. განსაკუთრებით გაგვიხარდა, როდესაც გვითხრეს, რომ საქართველო საუკეთესო იყო ამ ღონისძიებაზე. ორი დღე დავყავით ვოლგოგრადში, შემდეგ კი მოსკოვში ჩავედით, სადაც მეგობრები მოვინახულეთ, თუმცა თქვენ მათ არ იცნობთ. ვისაც იცნობთ, მათი ნახვა ვერ მოვასწარი, რადგან მხოლოდ დღე-ნახევარი მოვახერხეთ მოსკოვში ყოფნა. ძალიან მწყდება გული, რომ ვერ მოვინახულე აჩიკო მეფარიძე, რომელიც იმავე დროს იყო მოსკოვში.

- იმ აჟიოტაჟს მივუბრუნდეთ, რაც შენი და თემო საჯაიას ვოლგოგრადში გამგზავრებას უძღოდა წინ.

- ვიცნობ ადამიანს, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პუტინის ადმინისტრაციის მიწვევით უნდა გავმგზავრებულიყავით და კონცერტში მიგვეღო მონაწილეობა. ეს არის ზაზა სვანაძე და არ ვიცი, რატომ დასჭირდა მას ამ სიცრუის გავრცელება. ეტყობა, თავად უნდოდა ამ კონცერტის ორგანიზება ან ვინმესთან ჰქონდა პირადი უთანხმოება. ის სკანდალებით არის ცნობილი და არა მგონია, რომ ჩემთან და თემოსთან ჰქონოდა რაიმე პრეტენზია. ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ხალხის კომენტარები. ახლა კრემლში მიდიან, უნდა იმღერონო და ნეგატიური შეფასებები გააკეთეს. არ ვიცი, ალბათ ყველა აკვირდება, რომ ჩემს სახელს სკანდალები არ უკავშირდება და არ ვარ მიჩვეული ნეგატიურ კომენტარებს. ისეთი უჩვეულო იყო ჩემთვის, რომ თემო და კონცერტის ორგანიზატორები მაწყნარებდნენ. უსაქმურის მეტი რა არის და წერეს და წერეს. თანაც, რატომღაც შეიქმნა აზრი, თითქოს ჩვენ ამ კონცერტისთვის დიდი ჰონორარი მივიღეთ, არადა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. ორგანიზატორებმა მხოლოდ ფრენის და სასტუმროს თანხები გადაიხადეს, ჰონორარი არ აგვიღია. ძალიან ბევრი ნეგატივი უკავშირდებოდა სწორედ ამ თემას, ფულის ღორები ხართ და ამის გამო მიდიხართო, დაგვიწერეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება