"ევროვიზიის" გამარჯვებულმა იცრუა, რომ მონარქის შთამომავალია

"ევროვიზიის" გამარჯვებულმა იცრუა, რომ მონარქის შთამომავალია

"ევროვიზია 2013"-ის გამარჯებულმა, დანიის წარმომადგენელმა ემილიე დე ფორესტმა საკუთარ წარმომავლობასთან დაკავშირებით იცრუა. მან განაცხადა, რომ დედოფლის შვილთაშვილია. მომღერალმა აღნიშნა, რომ ის ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას შთამომავალია.

"ეს ფაქტი ყოველთვის იყო ცნობილი. ის არასდროს დაგვიმალავს", - განაცხადა შემსრულებელმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ჟურნალისტები განცხადებამ დააინტერესა. მათ მოიძიეს და შეისწავლეს ემილიეს გვარის გენიოლოგური ხე და დაადგინეს, რომ მონარქებთან მათ კავშირი არ ჰქონიათ.

დე ფორესტმა თავადაც აღიარა, რომ მოიტყუა და ეს მხოლოდ პიარისთვის გააკეთა. ემილიმ პრესას სთხოვა, რომ ეს თემა აღარ განეხილათ.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ჯგუფ K-otic - I surrender-ის ვიდეო. ემილიეს სწორედ მათი სიმღერების პლაგიატში სდებენ ბრალს.

მომზადებულია minval.az-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება