ოკლაჰომაში ქარიშხალს 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ოკლაჰომაში ქარიშხალს 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა

აშში-ში, ოკლაჰომას შტატში ძლიერ ქარიშხალს 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოებშია მოთავსებული. შტატში საგანგებო ვითარება გამოცხადდა.

ძლიერმა ქარიშხალმა ერთ-ერთი სკოლის შენობა მთლიანად დაანგრია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, არ არის გამორიცხული, ნანგრევებს შორის ბავშვები იყვნენ მოყოლილი. ამ დროისთვის აღნიშნული სკოლის 20 ბავშვი უგზო-უკვლოდ დკარგულად ითვლება.

მაშველები სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. დაღუპულთა ცხედრები ერთ-ერთი კინოთეატრის შენობაში გადააქვთ.

ოკლაჰომას შტატის გუბერნატორის, მერი ფელინის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 16 ოლქში გამოცხადდა, სადაც ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა