კეტრინ ზეტა-ჯონსს ხვალ ფსიქიატრიულიდან გამოწერენ

კეტრინ ზეტა-ჯონსს ხვალ ფსიქიატრიულიდან გამოწერენ

ხვალ მსახიობ კეტრინ ზეტ-ჯონსს ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოწერენ. კლინიკაში ვარსკვლავმა 3 კვირა გაატარა. კეტრინმა ბიპოლარული აშლილობის სამკურნალო კურსი გაიარა.

მსახიობის წარმომადგენლებმა ერთთვიან თერაპიას პრევენციული ზომა უწოდეს. მაიკლ დუგლასმა მეუღლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

"ის სახლში ხვალ ბრუნდება. კეტრინმა შესანიშნავად იმუშავა. მე მისით ვამაყობ", - განაცხადა კანის კინოფესტივალზე ჩასულმა მაიკლ დუგლასმა.

კანის კინოფესტივალზე მაიკლი ახალ ფილმს Behind The Candelabra-ს წარმოადგენს. თავად კეტრინ ზეტა-ჯონსი ფესტივალზე  მეუღლის ახალი ფილმის პრემიერას ვერ დაესწრება, თუმცა მაიკლის თქმით, კეტრინმა უკვე ნახა სურათი.

მომზადებულია people.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება