ედრიან ბროუდი საყვარლის გამო სახლში ჩაიკეტა

ედრიან ბროუდი საყვარლის გამო სახლში ჩაიკეტა

ოსკაროსანი მსახიობი 39 წლის ედრიან ბროუდი საყვარელს, მოდელ ლარა ლეიტოს უკვე ერთი წელია ხვდება.

ფილმ "პიანისტის" ვარსკვლავი საყვარელი ქალის გამო მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და წვეულებებს აკლდება - მას ურჩევნია, ეს დრო ლარასთან ერთად გაატაროს. ისინი თითქმის ყველგან ერთად დადიან.

ედრიანს ადრე რომანი ჰქონდა მოდელ სკან ნელორსა და მსახიობ მონე მაზურთან. მას რომანს მიაწერდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავებთან, ჰოლი ბერისთან და კირა ნაითლისთან. ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა ბროუდის ესპანელ მსახიობ ელზა პატაკისთან ჰქონდა - წყვილის რომანი 3 წელს გაგრძელდა. ისინი დანიშნულებიც იყვნენ, თუმცა საბოლოოდ ერთმანეთს დაშორდნენ. მსახიობის თქმით, სულიერი ტრავმები მას პროფესიულ განვითარებაში ეხმარება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება