ემინემი "ფეისბუქს" უჩივის

ემინემი "ფეისბუქს" უჩივის

Facebook-ის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შევიდა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ფეისბუქი" ახალ სარეკლამო რგოლში უნებართვოდ იყენებს რეპერ ემინემის სიმღერას.

სიმღერაზე საავტორო უფლება პროდიუსერულ ცენტრ Eight Mile Style-ს ეკუთვნის. სწორედ მან შეიტანა სარჩელი "ფეისბუქის" წინააღმდეგ.

საჩივარში ნათქვამია, რომ აპრილის სარეკლამო კამპანიის ვიდეორგოლში, რომელიც ახალ აპლიკაციას Facebook Home-ს მიეძღვნა, ისმოდა ოდნავ შეცვლილი ემინემის სიმღერა Under the Influence. რეპერს კი სოც-ქსელისთვის ამ სიმღერის გამოყენების უფლება არ მიუცია.

საჩივარში ცენტრს პლაგიატის კიდევ რამდენიმე მაგალითი მოჰყავს.

Eight Mile Style-ი "ფეისბუქს" ემინემის სიმღერის უკითხავად გამოყენებისთვის 150 000 დოლარს სთხოვს.

მომადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება